ძვირფასო კოლეგებო
საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალის „ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია“ („History, Archaeology, Ethnology”) მეთორმეტე ნომერი გამოვა მიმდინარე წლის დეკემბერში. სტატიების მიღება დაიწყო აგვისტოდან.
სამეცნიერო შრომების წარდგენის ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი
შეგახსენებთ, რომ ჟურნალში სტატიები ქვეყნდება ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, რუსულ და თურქულ ენებზე. სტატია უნდა წარმოადგენდეს გამოუქვეყნებელ სამეცნიერო კვლევას. მიმოხილვითი (ანალიტიკური) შინაარსის სტატიები არ მიიღება. სტატიის მომზადების ინსტრუქციას შეგიძლიათ გაეცნოთ ელექტრონულ მისამართზე:
http://sciencejournals.ge/index.php/HAE/information/authors
ნაშრომი შეიძლება აიტვირთოს პროგრამულად (ელ. მისამართი: http://sciencejournals.ge/index.php/HAE), ან ავტორს შეუძლია სტატია გამოაგზავნოს ელექტრონული სახით Word-ის ფაილით ელექტრონულ მისამართებზე:
nikoaxal@gmail.com, history.archaeology.ethnology@gmail.com
გამოქვეყნება უფასოა.
გაცნობებთ, რომ 2022-2023 წლების ჟურნალის იმპაქტ-ფაქტორი ISI ბაზაში შეადგენს 1,157 (იხ. https://isindexing.com/isi/journaldetails.php?id=13328). მიმდინარე პერიოდში ჟურნალის ინდექსირების საკითხი იხილება კიდევ მსოფლიოს ცნობილ საერთაშორისო ბაზებში.
ჟურნალის არქივს შეგიძლიათ გაეცნოთ მისამართზე:
http://sciencejournals.ge/index.php/HAE/issue/archive
ჟურნალის მომხმარებლებს რედაქტორთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ვთავაზობთ ინსტრუქციას ან დავეხმარებით WoS-ში შექმნას საკუთარი "მკვლევარის გვერდი" და ატვირთოს უკვე გამოქვეყნებული შრომები. ეს მნიშვნელოვანია, რადგან უკვე დაწყებულია მოლაპარაკება ჟურნალის WoS -ში ინდექსირების თაობაზე. უკვე მივიღეთ პირველი რეკომენდაციები, რომელიც გათვალისწინებულია ავტორების ახალ სახელმძღვანელოში.
ჟურნალის რედაქტორთა კოლეგია და სარედაქციო საბჭო წინასწარ უხდის მადლობას თანამშრომლობისათვის აღნიშნული დარგების აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს და უსურვებს წარმატებებს.
P.S. გაცნობებთ, რომ ჟურნალის არსებული საგამომცემლო პოლიტიკისა და სალიცენზიო პირობების გათვალისწინებით სარედაქციო გუნდი უფლებამოსილი არ არის გააკეთოს კორექტირება ავტორის მიერ წარმოდგენილ სტატიაში. ავტორი თავადაა პასუხისმგებელი სტატიის შინაარსობრივ და ტექნიკურ მხარეზე. აქედან გამომდინარე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, წარმოდგენილ სტატიაში ორთოგრაფიული და სტილისტური შეცდომების დადასტურების ან ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, სტატია არ განიხილება გამოსაქვეყნებლად.
სტატიის შინაარსობრივი მხარე მოწმდება ორმაგი ბრმა რეცენზირების საფუძველზე.
Leer más acerca de ძვირფასო კოლეგებო