ხრამის დიდი გორის ნეოლითური სტრატიგრაფიული თანმიმდევრობის გადახედვა: სამხრეთული პროფილის ახალი მონაცემები და განახლებული რადიონახშირბადული ქრონოლოგიური ჩარჩო

  • MARIAM ELOSHVILI არქეოლოგიის დოქტორანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, ჩოლოყაშვილის გამზ. 3, http://orcid.org/0009-0001-8685-8686

Resumen

ნაშრომში წარმოდგენილია ახალი კვლევის შედეგები ხრამის დიდი გორის ნეოლითური ნამოსახლარიდან, რომელიც მდებარეობს ქვემო ქართლის ვაკეზე და მიეკუთვნება შომუ-შულავერის კულტურულ არეალს. ძეგლი თავდაპირველად 1972–1986 წლებში იქნა გათხრილი, ხოლო 2023 წელს განხორციელდა მისი ხელახალი კვლევა, რომლის მიზანი იყო სტრატიგრაფიული თანმიმდევრობის დაზუსტება და ქრონოლოგიური ჩარჩოს განახლება. კვლევა კონცენტრირდა ძველი თხრილის სამხრეთის პროფილზე, სადაც ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები, ფენების დეტალური დოკუმენტაცია და სტრატიგრაფიული ანალიზი არქეოლოგიური სტრატიგრაფიის პრინციპებისა და სტრატიგრაფიული მატრიცის გამოყენებით.

საკვლევი პროცესის ფარგლებში აღებულ იქნა 30 ბიოარქეოლოგიური ნიმუში, რომელთაგან 10 შეირჩა რადიონახშირბადული (C14) დათარიღებისთვის. ანალიზმა გამოავლინა მრავალფენიანი სტრატიგრაფიული სურათი, რომელიც მოიცავს ალიზ აგურის კედლებს, თიხატკეპნილ იატაკებს, დამწვარ ფენებსა და კერებს. მიღებულმა ახალმა თარიღებმა შესაძლებელი გახადა დასახლების განვითარების რამდენიმე ფაზის გამოყოფა, რომლებიც შომუ-შულავერის კულტურის შუა და გვიან ეტაპებს მიეკუთვნება.

კვლევის შედეგები მნიშვნელოვნად აზუსტებს ხრამის დიდი გორის ქრონოლოგიურ ადგილს რეგიონულ კონტექსტში და ადასტურებს, რომ ნამოსახლარი ვითარდებოდა ეტაპობრივად, მრავალფაზიანი ოკუპაციის შედეგად. ამასთან, ნაშრომი წარმოაჩენს ძველი გათხრების მასალის თანამედროვე მეთოდებით გადახედვის მნიშვნელობას ნეოლითური საზოგადოების კვლევისათვის სამხრეთ კავკასიაში.

 

საკვანძო სიტყვები: სტრატიგრაფია, ნეოლითი, რადიონახშირბადული დათარიღება, ხრამის დიდი გორა, შომუ-შულავერის კულტურა.

Publicado
2026-06-13
Sección
სამეცნიერო სტატიები-არქეოლოგიის სექცია