ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკა
საავტორო უფლებები და ლიცენზია
ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია არის ღია წვდომის ჟურნალი, რაც ნიშნავს, რომ მთელი შინაარსი თავისუფლად არის ხელმისაწვდომი მომხმარებლის ან მისი დაწესებულებისათვის უფასოდ. მომხმარებლებს უფლება აქვთ ჟურნალის სტატიების სრული ტექსტები გამომცემლის ან ავტორის წინასწარი ნებართვის მოთხოვნის გარეშე ნახონ, წაიკითხონ, გადმოწერონ, დააკოპირონ, გააზიარონ და დაბეჭდონ.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჟურნალი ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 International License შესაბამისად.
ჟურნალში ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია სტატიის გამოქვეყნების უფლების მოსაპოვებლად, ავტორები ვალდებული არიან დადონ შესაბამისი ხელშეკრულება გამომცემლობასთან.
გამოქვეყნების ღირებულება
სტატიების წარდგენა, განხილვა, რედაქტირება და გამოქვეყნება ჟურნალში ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია უფასოა. საავტორო გადასახადი არ არის გათვალისწინებული.
სადეპოზიტო პოლიტიკა
ჟურნალის ღია წვდომის ლიცენზიის თანახმად, სტატიის გამოქვეყნებისთანავე, ავტორებს უფლება აქვთ განათავსონ თავიანთი სტატიის საბოლოო გამოქვეყნებული ვერსია ინსტიტუციონალურ ან/და ცენტრალურ არქივებში, იმ პირობით, რომ ჟურნალი მითითებული იქნება როგორც გამოქვეყნების თავდაპირველ ადგილი და დაცული იქნება ციტირების წესი. ავტორებს რეკომენდაცია ეძლევათ, რომ PDF ვერსიის გარდა განათავსონ გამოქვეყნებული სტატიის ელექტრონული მისამართი.
საარქივო პოლიტიკა
საარქივო პოლიტიკის მთავარი მიზანია ჟურნალის ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია არქივის შერჩევა, შენახვა და ხელმისაწვდომობა. საარქივო პოლიტიკა მოიცავს სამ ძირითად მიზანს:
- არქივის წარმოება სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად;
- სტატიების პუბლიკაცია და რეგისტრაცია პროფესიული ნორმების შესაბამისად;
- საარქივო მასალასთან ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საგამომცემლო პრაქტიკის შესაბამისად.
არქივი შეიცავს სტატიებს, რეცენზიებს, აბსტრაქტებსა და სტატიებზე დართულ ბიბლიოგრაფიებს, რომლებიც გამოქვეყნდა ჟურნალში ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია. ეს მასალები წარმოადგენს დიდ სამეცნიერო ღირებულებას, რადგან მათში შედის კვლევითი მუშაობის მნიშვნელოვანი შედეგები.
ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია ინახავს მის სრულ ტექსტურ არქივებს ჟურნალისა და უნივერსიტეტის ვებსაიტებზე, აგრეთვე CEEOL (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ონლაინ ბიბლიოთეკა) და NPLG (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა) და სხვა პლატფორმებზე.
თვითარქივირების პოლიტიკა
ავტორებს შეუძლიათ თავიანთი გამოქვეყნებული სტატიები განათავსონ პირად ვებსაიტებსა და სხვადასხვა მონაცემთა ბაზაში (მაგ. Academia.edu) , მათ შორის იმ ჟურნალის სათაურისა და გამოცემის მონაცემების შესახებ, რომელშიც სტატია პირველად გამოიცა.
პლაგიატის პოლიტიკა
ჟურნალის ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია მიზანია გამოაქვეყნოს ორიგინალური მაღალი ხარისხის კვლევითი ნაშრომები. ჟურნალში ხელნაწერის წარდგენა მიუთითებს, რომ კვლევა არსად არის გამოქვეყნებული ან სხვაგან არ არის წარდგენილი გამოსაქვეყნებლად. თუ ავტორები იყენებენ გამოქვეყნებული ნაშრომის რომელიმე ნაწილს (ინგლისურ ან სხვა ენაზე), მათ უნდა გააკეთონ შესაბამისი ციტირება წყაროზე ან საჭიროების შემთხვევაში მიიღონ ნებართვა გამომცემლისგან ან საავტორო უფლებების მფლობელისგან.
სტატია, სადაც დასტურდება პლაგიატი, გამოსაქვეყნებლად არ განიხილება. თუ შემოწმების შემდეგ გამოსაქვეყნებელ ნაშრომში აღმოჩნდება პლაგიატი, დაუყოვნებლივ ეგზავნება შეტყობინება ყველა ავტორს, მათთან დაკავშირებულ ინსტიტუტებსა და დამფინანსებელ სააგენტოს, უარის მიზეზის მითითებით.
საჩივრის განხილვის პოლიტიკა
სტატიების განხილვისა და გამოსაცემად მომზადების პროცესში, აგრეთვე უკვე გამოქვეყნებულ სტატიებთან დაკავშირებით, რედაქციის თანამშრომლებს, ავტორებსა და მესამე პირებს შორის დავების მოგვარების მთავარი და სასურველი გზაა პირდაპირი კონტაქტები. საჩივრები ან პრეტენზიები წერილობით უნდა გადაეგზავნოს მთავარ რედაქტორს ელექტრონულ ფოსტაზე: nikoaxal@gmail.com ან history.archaeology.ethnology@gmail.com.
საჩივრის წერილში უნდა მიეთითოს დავის საგანი და გარემოებები, ასევე ავტორის და სტატიის სათაური, რომლის გარშემოც არსებობს პრეტენზია. პირები ან ორგანიზაციები, რომლებიც ამა თუ იმ საკითხზე საჩივრებს უგზავნიან ჟურნალის რედაქციას, დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ ეს საჩივრები განიხილება გონივრულ ვადაში. საჩივრების განხილვისას რედაქცია ეყრდნობა ჟურნალის მიერ მიღებულ საგამომცემლო ეთიკის ნორმებს.












