პატივცემულო კოლეგებო

     საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონული  ჟურნალის „ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია“ („History, Archaeology, Ethnology”) მეხუთე ნომერი გამოვა მიმდინარე წლის ივნისში. 

       სამეცნიერო  შრომების წარდგენის ბოლო ვადაა 15 მაისი!

   შეგახსენებთ, რომ ჟურნალში სტატიები ქვეყნდება ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, რუსულ და თურქულ  ენებზე. სტატიის მომზადების ინსტრუქციას შეგიძლიათ გაეცნოთ ელექტრონულ მისამართზე:

  http://sciencejournals.ge/index.php/HAE/information/authors

გამოქვეყნება უფასოა.

     გაცნობებთ, რომ ჟურნალი უკვე ინდექსირებულია რამდენიმე საერთაშორისო ბაზაში (იხ. http://sciencejournals.ge/index.php/HAE/about). 2021 წელს მოხდება მეორე იმპაქტ- ფაქტორის დაანგარიშება. მიმდინარე პერიოდში ჟურნალის ინდექსირების საკითხი იხილება კიდევ მსოფლიოს ცნობილ  საერთაშორისო ბაზებში.

  მეხუთე ნომერში გამოქვეყნებულ სტატიებს მიენიჭება  DOI (DIGITAL OBJECT IDENTIFIER)

ჟურნალის არქივს შეგიძლიათ გაეცნოთ მისამართზე:

 http://sciencejournals.ge/index.php/HAE/issue/archive

ჟურნალის მომხმარებლებს რედაქტორთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ვთავაზობთ  ინსტრუქციას ან დავეხმარებით  WoS-ში შექმნას საკუთარი "მკვლევარის გვერდი" (publons)  და ატვირთოს  უკვე გამოქვეყნებული შრომები. 

      ჟურნალის რედაქტორთა კოლეგია და სარედაქციო საბჭო წინასწარ უხდის  მადლობას თანამშრომლობისათვის  აღნიშნული დარგების აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს და უსურვებს  წარმატებებს.