სოციალური რეალობის კონსტრუირება აჭარიდან ჩასახლებულთა გამოცდილების ანალიზი წალკის მუნიციპალიტეტში
Resumen
სოციალური რეალობა მიგრაციის პირობებში წარმოადგენს დინამიკურ პროცესს, რომელიც ყალიბდება ინდივიდუალური გამოცდილების, სოციალური ურთიერთობებისა და კულტურული პრაქტიკების ურთიერთქმედებით, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა მრავალეთნიკურ გარემოში. წარმოდგენილი კვლევა მიზნად ისახავს აჭარიდან წალკის მუნიციპალიტეტში ჩასახლებულთა სოციალურ-კულტურული გამოცდილების ანალიზს და სოციალური რეალობის კონსტრუირების პროცესის შესწავლას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ როგორ ახდენენ ჩასახლებულები ყოველდღიური ცხოვრების ორგანიზებას და საკუთარ ადგილის დამკვიდრებას ახალ სოციალურ სივრცეში. კვლევა ეფუძნება თვისობრივ ეთნოგრაფიულ მეთოდოლოგიას. მონაცემები შეგროვდა სიღრმისეული ინტერვიუების საშუალებით. მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ ჩასახლებულები აქტიურად მონაწილეობენ სოციალური რეალობის ფორმირებაში, რაც გამოიხატება ყოველდღიური ცხოვრების რეკონსტრუქციაში, იდენტობის დინამიკურ ტრანსფორმაციაში. სოციალური ურთიერთობების ეტაპობრივ ჩამოყალიბებასა და კულტურული პრაქტიკების ადაპტაციაში. გამოვლინდა, რომ ჩასახლებულები ერთდროულად ინარჩუნებენ და გარდაქმნიან საკუთარ კულტურულ ელემენტებს, რის შედეგადაც ყალიბდება ჰიბრიდული სოციალური სივრცე. კვლევა ადასტურებს, რომ ინტეგრაცია არ წარმოადგენს ხაზოვან პროცესს და განისაზღვრება სტრუქტურული პირობებით, რაც ამდიდრებს მიგრაციისა და სოციალური კონსტრუქციონიზმის თეორიულ ჩარჩოს და ქმნის პრაქტიკულ საფუძველს მიგრაციის პოლიტიკის გაუმჯობესებისთვის.
საკვანძო სიტყვები:
სოციალური კონსტრუქციონიზმი; ადაპტაციის სტრატეგიები; ინტეგრაცია; მრავალეთნიკური გარემო; ჩასახლებულები; ეკომიგრანტები.











