ბათუმის ოლქი პირველ მსოფლიო ომში (1914 – 1918 წლები)

  • OTAR GOGOLISHVILI ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ბათუმი, ნინოშვილის ქ. 32/35 http://orcid.org/0000-0002-5196-4155

Resumen

პირველმა მსოფლიო ომმა მილიონობით ადამიანის სიცოცხლესთან ერთად შთანთქა უზარმაზარი მატერიალური რესურსები. რუსეთის სუსტად განვითარებულმა მეურნეობამ და უუნარო სახელმწიფო აპარატმა ვერ უზრუნველყო ომის საჭიროებანი. ქვეყანაში დაიწყო სწრაფი სამეურნეო ნგრევა. ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა განაპირა რაიონებში, მათ შორის ბათუმის ოლქშიც, რომელიც საომარი მოქმედებების ასპარეზად იქცა.

ომი მძიმე ტვირთად დააწვა ბათუმის და საერთოდ, ოლქის სამრეწველო ეკონომიკურ ცხოვრებას. დაიხურა ნავთობის ექსპორტთან დაკავშირებული საწარმოების უმრავლესობა. სერიოზულად დაზიანდა ტექნიკის უახლეს მიღწევებზე დაფუძნებული სპილენძის მრეწველობა (ართვინის ოკრუგი), შეწყდა მდ.ჭოროხის და აჭარისწყლის ხეობებში მიმდინარე საძიებო-გეოლოგიური სამუშაოები, დაუსაქმებელი და ცხოვრების სახსარმოკლებული დარჩა ათასობით ადამიანი.

კიდევ უფრო მძიმე იყო მდგომარეობა სოფლად. გადაიწვა და განადგურდა ათასობით ჰექტარი სავარგული, ხეხილისა და მარცვლეულის (სიმინდი, ქერი, ხორბალი) ფართობები. იგივე ბედი ეწია მეთამბაქოეობას და მეფუტკრეობას. საგრძნობლად დაზარალდა სოფლის მეურნეობის წამყვანი და ტრადიციული დარგი – მეცხოველეობა.

 

საკვანძო სიტყვები: ომი, მატერიალური რესურსები, უუნარო სახელმწიფო ადმინისტრაცია,  სოფელი

Publicado
2026-06-08
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია