ბაბილონური კულინარული რეცეპტები: უძველესი მესოპოტამიური კერძების ქართული თარგმანი და კომენტარები
Resumen
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს იელის ბაბილონურ კოლექციაში (YBC) დაცული უნიკალური ლურსმული ფირფიტების პირველ ქართულ თარგმანს. ეს ტექსტები 3500 წელზე მეტს ითვლის და კაცობრიობის ისტორიაში უძველეს კულინარიულ ძეგლებადაა მიჩნეული. თარგმნის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტერმინოლოგიურ სიზუსტეს, რაც აუცილებელი პირობაა უძველესი რეცეპტების ავთენტურობის აღსადგენად. ეს ტექსტები მოიცავს 40-მდე რეცეპტს, რომლებშიც წარმოდგენილია საკვები პროდუქტების კონკრეტული სპექტრი. მესოპოტამიური გასტრონომია მრავალფეროვანი ასორტიმენტით ხასიათდებოდა, რაც მოიცავდა როგორც პურეულსა და საკონდიტრო ნაწარმს, ისე წვნიანებს, ფაფებსა და თერმულად დამუშავებულ (შემწვარ თუ ჩაშუშულ) ხორცეულს, ბოსტნეულს, სანელებლებს. რეცეპტებში ვხვდებით როგორც შინაურ პირუტყვსა (მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, ცხვარი) და ფრინველს, ისე გარეულსაც. საინტერესოა, რომ ლურსმული ტექსტების ავტორები არ მიუთითებდნენ ინგრედიენტების ზუსტ პროპორციებს; სავარაუდოდ რეცეპტები გათვლილი იყო მაღალი კვალიფიკაციის მქონე მზარეულებზე, რომელთა პროფესიონალიზმიც თავისთავად გულისხმობდა დოზირების ინტუიციურ ცოდნას.
საკვანძო სიტყვები: ასირიოლოგია, მესოპოტამია, ბაბილონი, იელის ბაბილონური კოლექცია (YBC), კულინარია, უძველესი კულინარიული რეცეპტები.











