ნერწყვის გამოყენება ხეთურ რიტუალებში

  • NINO CHAREKISHVILI პროფესორი, დოქტორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) მის.: რუსთავის გზატკეცილი N22ა, 0114, თბილისი, საქართველო http://orcid.org/0000-0002-9568-2926

Resumen

ხეთური ლურსმნული ტექსტები, განსაკუთრებით შელოცვები და რიტუალები გამორჩეულია სხვადასხვა რიტუალური მოქმედებებით. ჩვენ ამ შემთხვევაში ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ნერწყვის/ფურთხის გამოყენებაზე გადაფურთხების, ჩაფურთხების, შეფურთხების, დაფურთხების სახით. ხეთები მას იყენებდნენ როგორც განწმენდ, დამცველობით საშუალებას, ასევე სამკურნალო დანიშნულებითაც და ფიცის დროს. ხეთებს სჯეროდათ ნერწყვის/ფურთხის სამკურნალო თვისებების, სწამდათ რომ მას ჰქონდა ბოროტი გავლენის, უწმინდურების მოშორების, უარყოფითი ენერგიებისგან განწმენდი ძალა.  მნიშვნელოვანია, რომ ის ცოდნა რაც ხეთურ სამყაროში ადამიანებს ჰქონდათ თანამედროვე სამედიცინო კვლევებითაც დასტურდება კერძოდ, ნერწყვის ანტიმიკრობული, ჭრილობის შეხორცებისა და ანტისეპტიკური თვისებები, ასევე იმუნური სისტემის დამცველობითი ფუნქცია. ხეთების თითოეული ქმედება, რომელიც გვხდება რიტუალებსა და შელოცვებში ძალიან მნიშვნელოვანია და საყურადღებო ინფორმაციების შემცველია და არა მხოლოდ რწმენა-წარმოდგენებზე იყო დაფუძნებული, არამედ როგორც ირკვევა პრაქტიკული დანიშნულებაც ჰქონდა.

 

საძიებო სიტყვები: ასირიოლოგია, ხეთოლოგია, ხეთები, რიტუალი, განწმენდა, მკურნალობა, ნერწყვი, ფურთხი, შეფურთხება.

Publicado
2024-12-27
Sección
სამეცნიერო სტატიები - ასირიოლოგიის სექცია