სამხრეთ კავკასიის ნეოლითურ ნამოსახლარ არუხლო I-ზე გამოვლენილი ხელსაფქვავები: ინტერდისციპლინარული კვლევების შედეგები

  • JONI ABULADZE არქეოლოგიის დოქტორი საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიური კვლევების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ფურცელაძის ქ. N3, 0105 http://orcid.org/0000-0002-0502-4672
  • INGA MARTKOPLISHVILI სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორი საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ფუეცელაძის ქ. N3, 0105 http://orcid.org/0000-0002-0893-7119
  • RUSUDAN CHAGELISHVILI გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი საქართველოს ეროვნული მუზეუმის გეოლოგია-პალეონტოლოგიის ფონდის მთავარი კურატორი ფუეცელაძის ქ. N3, 0105 http://orcid.org/0000-0001-9567-8735

Resumen

თითქმის საუკუნოვანი კვლევის მიუხედავად წარმოებითი მეურნეობის წარმოქმნა-განვითარების პროცესი დღესაც აქტუალურია. ყოველი ახალი ინტერდისციპლინარული კვლევა უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას იძლევა ნეოლითელი ანუ პირველი მეურნე-მიწათმოქმედი ხალხის ყოფაზე. ამ შემთხვევაში ხელსაფქვავების ინტერდისციპლინარული კვლევა უდავოდ ღირებულ ინფორმაციას იძლევა. როგორც ცნობილია მისი პრიმიტიული ფორმები ჩნდება მარცვლეული კულტურების მოშინაურებასთან ერთად, ადრესამიწათმოქმედო კულტურის ელემენტების  ჩასახვისთანავე და შემდგომში ის ხდება ადრესამიწათმოქმედო კულტურის ერთერთი გამნსაზღვრელი ნიშანი.

სამხრეთ კავკასიაში ნეოლითური ცხოვრების წესი, რომლისთვისაც დამახასიათებელია დამჯდარი მიწათმოქმედება და მესაქონლეობა, VI ათასწლეულში ჩნდება. აღნიშნული კულტურა შომუთეფე-შულავერის სახელითაა ცნობილი, მისი ერთერთი ყველაზე ცნობილი და საინტერესო ძეგლია არუხლო I, რომელიც საქართველოში, ქვემო ქართლის რეგიონში მდებარეოს.

წარომდგენილ სტატიში მოცემულია არუხლო I - ზე 2005-2016 წლებში აღმოჩენილი ხელსაფქვავების ტიპოლოგიური, პერტოგრაფიული და პალინოლოგიური კვლევის შედეგები. 

ინტერდისციპლინარული კვლევების ანალიზის საფუძველზე ვახდენთ სამეურნეო საქმიანობის გარკვეული ასპექტების რეკონსტრუქციას. ვსაუბრობთ საქართველოში, ქვემო ქართლის ტერიტორიაზე, დაახლოებით 8000 წლის წინ მცხოვრები მოსახლეობის ყოველდღიურ საქმიანობაზე: რა ტიპის ხელსაფქვავებს იყენებდნენ, როგორ ამზადებდნენ მათ და საიდან მოჰქონდათ ხელსაფქვავების დასამზადებელი ნედლეული.

შესწავლილი მასალის საფუძველზე ნათლად გამოიკვეთა, რომ მარცვლეულის გარდა, ხელსაფქვავები გამოიყენებოდა სხვადასხვა მცენარის, მათ შორის სამკურნალო მცენარეების, აგრეთვე პიგმენტებისა და სხვა პროდუქტების დასაფქვავად.

 

საძიებო სიტყვა:  არუხლო, ქვედა ქვა, ზედა ქვა, ბაზალტი, ტუფი, რიოლითი.

Publicado
2026-06-13
Sección
სამეცნიერო სტატიები-არქეოლოგიის სექცია