სვანეთისა და სამეგრელოს მოსახლეობის ფილოგენეტიკური კვლევის შედეგები
Resumen
გამომდინარე კავკასიის ეთნოკულტურული მრავალფეროვნებიდან, აქ მცხოვრები პოპულაციების ეთნოგენეზის საკითხი ერთ-ერთ გამორჩეულ სამეცნიერო პრობლემად რჩება. 2012-2017 წლებში ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში (სვანეთი და სამეგრელო) ჩატარებული სამეცნიერო ექსპედიციის დროს შეგროვებული გენეტიკური მასალა შესწავლილი იქნა პოპულაციური გენეტიკური თვალსაზრისით და შედეგები გამოქვეყნებული იქნა. ინტერესის საგნად რჩებოდა მასალის ფილოგენეტიკური ანალიზი. წინამდებარე ნაშრომი ამ კითხვებზე პასუხის გაცემის მცდელობაა.
მასალები და მეთოდები. გაანალიზდა სვანეთში (საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ მთიანი რეგიონი, დაახლოებით 12,000 მოსახლე) მცხოვრები 93 მამაკაცისა და სამეგრელოში (საქართველოს ჩრდილო-დასავლეთი რეგიონი, დაახლოებით 500,000 მოსახლე) მცხოვრები 364 მამაკაცის Y-ქრომოსომის STR მონაცემები. ამ მონაცემების ფილოგენეტიკური და შერწყმის ანალიზისთვის გამოყენებული იქნა „კილინ-კლიოსოვის კალკულატორის“ პროგრამა.
შედეგები და დასკვნები. დადგინდა, რომ სვანეთის მოსახლეობა, რომელშიც G2a1-ის მაღალი კონცენტრაციაა (80%-მდე), სავარაუდოდ, გვიან ბრინჯაოს ხანაში გამოეყო პროტოქართული დამფუძნებელი მოსახლეობიდან და გამოეყო სამეგრელოს მოსახლეობის წინაპარს დაახლოებით 3,680 ± 420 წლით ადრე. ეს ინტერპრეტაცია დასტურდება არქეოლოგიური კვლევებით, რომლებიც აღწერენ ზემო სვანეთის უძველეს სტაციონარულ დასახლებას ზუსტად გვიან ბრინჯაოს ხანაში. მიღებული შედეგები ასევე შეესაბამება ქართველური ენების წარმოშობის ზოგადად მიღებულ ლინგვისტურ ჰიპოთეზას.
საკვანძო სიტყვები: დნმ, ხეები, შტოები, ენა, ისტორია, ჰაპლოჯგუფი, ჰაპლოტიპი, მოკლე ტანდემური გამეორება (STR)











