ტიხრული მინანქარის წინამორბედი უცნობი ტექნოლოგია

  • NINO KEBULADZE ისტორიის დოქტორი, ლაბორატორიის ხელმძღვანელი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველო, ქ.თბილისი, 0105, რუსთაველის გამზირი #3 http://orcid.org/0000-0002-1924-4203
  • NINO KALANDADZE ისტორიის დოქტორი, გენერალური დირექტორის მოადგილე საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველო, ქ.თბილისი, 0105, რუსთაველის გამზირი #3 http://orcid.org/0000-0003-4931-859X

Resumen

ქართული ტიხრული მინანქარი, შუა საუკუნეების ხელოვნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი პოლიქრომიით, მინის მასის სპეციფიკური შემადგენლობითა და ფერთა გადმოცემის თავისებურებებით. მიუხედავად ამისა, ტიხრული მინანქრის ტექნოლოგიის წარმოშობა და ადრეული განვითარების ეტაპები დღემდე სრულად გარკვეული არ არის. წინამდებარე ნაშრომი მცხეთის არქეოლოგიურ მუზეუმში დაცული წეროვანის გვიანი ბრინჯაოს ხანის (ძვ.წ.  XIV–XIII სს.) ორი სატევრის (ინვ.N7232, ინვ.N11220) კვლევის საფუძველზე ამ საკითხში გარკვევის მცდელობას წარმოადგენს

კვლევა მოიცავდა მაკროსკოპულ დაკვირვებას, ტექნოლოგიურ რეკონსტრუქციას და არადესტრუქციულ რენტგენოფლუორესცენტურ (XRF) ანალიზს. დადგინდა, რომ სატევრები კალიანი ბრინჯაოსგან ცვილის დაკარგვის მეთოდითაა დამზადებული. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო N7232 სატევრის ტარზე აღმოჩენილ ინკრუსტაციას, რომელიც შედგება მინისებრი მასისა და კალის შენადნობის (პიუტერის) მილაკოვანი ელემენტებისგან. სპექტრალური ანალიზით დადგინდა, როგორც ლითონის, ისე ინკრუსტაციის მასალის ქიმიური შემადგენლობა.

სტრუქტურული და მატერიალური მონაცემების საფუძველზე წარმოდგენილია ინკრუსტაციის დამზადების ორი ჰიპოთეზური მეთოდი, რომლებიც გულისხმობს მინისა და დაბალდნობადი კალის შენადნობის კომბინირებას წინასწარ შექმნილ ღრმულებში. აღნიშნული ტექნოლოგია მნიშვნელოვნად განსხვავდება კლასიკური მინანქრისგან, თუმცა მასთან გარკვეულ კონცეპტუალურ მსგავსებას ავლენს.

შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომ ანალოგიური მასალა იშვიათია, თუმცა პარალელები იკვეთება თლიას სამაროვნის ერთეულ ნიმუშთან. ასევე განხილულია არქეოლოგიური მინის დეგრადაციის პრობლემები.

კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ წეროვნის სატევრები შესაძლოა წარმოადგენდეს იმ ადრეულ ტექნოლოგიურ ეტაპს, რომელმაც საფუძველი შეუქმნა ჭედური მინანქრის შემდგომ განვითარებას კავკასიაში, კერძოდ - საქართველოში.

საკვანძო სიტყვები: ტიხრული მინანქარი, ბრინჯაოს ხანა, საქართველო, სატევარი.

Publicado
2026-06-13
Sección
სამეცნიერო სტატიები-არქეოლოგიის სექცია