ჭირი ხეთების სამეფოში

  • NINO CHAREKISHVILI საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) პროფესორი, დოქტორი, მის.: გორგასალის ქუჩა #101, თბილისი, საქართველო http://orcid.org/0000-0002-9568-2926

Resumen

კაცობრიობის ისტორიაში ბევრი განსაცდელი ყოფილა, მაგრამ სხვადასხვა დროს განსაკუთრებით მძიმე კვალი დატოვა ჭირის ეპიდემიამ. ჭირი ნახსენებია ბიბლიაში არაერთხელ.[1] ხშირად  საუბარს იწყებენ ქ.წ. 430 წელს ათენში, ან რომში (165-180წ.წ.) გავრცელებული შავი ჭირის ეპიდემიით, ან შავი ჭირის ყველაზე დიდი პანდემიით, რომელიც აღინიშნა ბიზანტიაში VI საუკუნის 40-50-იან წლებში, იმპერატორ იუსტინიანე I-ის დროს.  მაგრამ ცოტამ თუ იცის ე.წ. „ხეთურ ჭირზე“. ჭირის ეპიდემიაზე ჯერჯერობით ყველაზე ძველი ცნობები ისტორიული წყაროებით ქ.წ. XIVს-ით თარიღდება, ინფორმაციას ვხდებით ეგვიპტურ და ხეთურ წყაროებში.

კონკრეტულად, ამ მხრივ მნიშვნელოვანია ჭირის რიტუალები: CTH 394, CTH 401.5, CTH 407, CTH 410, CTH 422, CTH 424.1, CTH 424.2, CTH 424.3, CTH 424.4, CTH 424.5, CTH 425.1, CTH 425.2, CTH 425.3, CTH 425.4, CTH 425.5, CTH 449.4, CTH 757. ასევე მურსილი II-ის ჭირის ლოცვები: CTH 378.1, CTH 378.2, CTH 378.3, CTH 378.4, CTH 378.5, CTH 378.6, CTH 378.7, CTH 378.8. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტების გარკვეული ნაწილი ფრაგმენტულია, დაზიანებულია, ძნელად იკითხება, ან საერთოდ რთულდება საერთო შინაარსის აღდგენა, მაინც არის შესაძლებელი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღოთ ამ საკითხთან დაკავშირებით.

 

საძიებო სიტყვები: ასირიოლოგია, ხეთები, რიტუალი, ლოცვა, ჭირი, ხეთური ჭირი, ჭირის რიტუალები, ჭირის ლოცვა, მურსილი.

 

[1] ბიბლია, მეორე მეფეთა, თავი 24, 15

Publicado
2024-06-30
Sección
სამეცნიერო სტატიები - ასირიოლოგიის სექცია

Artículos más leídos del mismo autor/a