ხეთების აღმოსავლეთ პერიფერიის პოლიტიკური გაერთიანების – ისმირიქას კვლევისათვის

  • NINO CHAREKISHVILI საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, დოქტორი, მის.: გორგასალის ქუჩა #101, თბილისი, საქართველო http://orcid.org/0000-0002-9568-2926

Resumen

სტატიაში განხილულია ხეთების აღმოსავლეთ პერიფერიაზე არსებული პოლიტიკური ერთეულებიდან ერთ-ერთ მნიშვნელოვანი გეოგრაფიული პუნქტი - ესაა ისმირიქა. განსაკუთრებით საყურადღებოა ისმირიქას ხელშეკრულება, რომელიც ხეთების მეფემ დადო ისმირიქას ხალხთან. ისმირიქას ხელშეკრულება KUB და ABot სერიითაა გამოქვეყნებული, აღნიშნული ტექსტები და ფრაგმენტები დაცულია ბოღაზქოის არქივში.

სიახლეს წარმოადგენს ის, რომ პირველად არის სპეციალურად შესწავლილი ისმირიქა - ხეთების აღმოსავლეთ პერიფერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გაერთიანება. ისმირიქას ხელშეკრულების ქართულ ენაზე გადმოთარგმნის და ანალიზის საფუძველზე განხილულია ხეთების ისტორია და ახლებურადაა წარმოჩენილი ამ პერიოდის სადავო საკითხები. სტატიაში გაანალიზებულია აღნიშნული ხელშეკრულების დათარიღების საკითხი, ანუ მისი გაფორმება რომელი ხეთი მეფის - არნუვანდა I-ის თუ არნუვანდა II-ის - მმართველობის პერიოდს უკავშირდება. ჩვენ შევეცადეთ, დამატებითი არგუმენტებითა და ფაქტებით გაგვემყარებინა მოსაზრება იმის შესახებ რომ, სამხედრო ოპერაციები სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში უკავშირდება არნუვანდა I-ის სახელს და ხელშეკრულებაც ისმირიქასთან მისი დადებულია.  სტატიაში ასევე ვეხებით ისმირიქას სავარაუდო ადგილმდებარეობას, ტოპონიმიკას, ეტიმოლოგიას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს და შესაბამისად გამოთქმულია მოსაზრება, მისი ისტორიული სპერის ტერიტორიასთან დაკავშირების შესახებ, რომ შესაძლოა ისმირიქა ერთ-ერთი ქასქურ-მუსქური სახელმწიფო იყო, ანუ ქართველური ტომებით დასახლებული. რა თქმა უნდა გეოგრაფიული არეალის  და პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით დასაშვებია მოსახლეობაში ხურიტული ელემენტის არსებობაც. ისმირიქას, უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა ხეთებისთვის, რასაც მათ შორის დადებული ხელშეკრულებაც ადასტურებს. ამდენად, ხეთების აღმოსავლეთ პერიფერია ძალიან საყურადღებოა როგორც ხეთების ისტორიის, ასევე ამ რეგიონის შესასწავლად და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია საქართველოს უძველესი ისტორიის საკვლევად.

 საძიებო სიტყვები: ასირიოლოგია, ისმირიქა, ხეთები, ქასქები,

Publicado
2020-07-07
Sección
სამეცნიერო სტატიები - ასირიოლოგიის სექცია