დაკრძალვა ხეთებში და პარალელები სამხრეთ კავკასიასთან

  • NINO CHAREKISHVILI საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) პროფესორი, დოქტორი, მის.: გორგასალის ქუჩა #101, თბილისი, საქართველო http://orcid.org/0000-0002-9568-2926

Resumen

სტატია შეეხება ხეთურ და სამხრეთ კავკასიის კულტურებში დაკრძალვასთან დაკავშირებულ არაერთ საკითხს. ჩვენამდე მოაღწია დაკრძალვასთან დაკავშირებულმა ხეთურმა ტექსტებმა. ყველაზე კარგად არის შემორჩენილი დაკრძალვის ხეთური რიტუალი šalliš waštaiš. ის 13 ან 14 დღე გრძელდებოდა და ყოველდღე სხვადასხვა ცერემონიებს მოიცავდა. ამ მხრივ ასევე საინტერესოა სამხრეთ კავკასიაში არსებული წეს-ჩვეულებები, ტრადიციები, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა. ხეთურ დაკრძალვის წესსა და მასთან დაკავშირებულ ტრადიციებს ბევრი საერთო აქვს სამხრეთ კავკასიის დაკრძალვის წესსა და რიტუალებთან. ჩვენ ამ სტატიაში ყურადღებას ვამახვილებთ არაერთ მსგავსებაზე, რომლის საფუძველზეც შეიძლება დავასკვნათ, რომ ხეთური დაკრძალვის რიტუალები, წარმოდგენები და წეს-ჩვეულებები სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებული ხათური მკვიდრი მოსახლეობის ტრადიციების და რწმენა-წარმოდგენების გავლენით უნდა იყოს შექმნილი.

 

საძიებო სიტყვები: ასირიოლოგია;  ხეთები; დაკრძალვა; დაკრძალვის რიტუალი; ხათები; სამხრეთ კავკასია.

Publicado
2023-12-27
Sección
სამეცნიერო სტატიები - ასირიოლოგიის სექცია

Artículos más leídos del mismo autor/a