ბერიკაობა-ყეენობის შესწავლის ისტორიიდან

  • KETEVAN BARBAKADZE პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ., № 53, 1400, საქართველო, http://orcid.org/0000-0002-8706-2102
  • TAMAR GOGOLADZE ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ., № 53, 1400, საქართველო, http://orcid.org/0000-0003-0450-2924

Resumen

სახალხო დღესასწაულებიდან ისტორიამ შემოგვინახა ორი მნიშვნელოვანი სანახაობრივი დღესასწაული: ბერიკაობა და ყეენობა. მათი შესწავლის პროცესი ჯერ კიდევ XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება (გ. წერეთელი, ი. გრიშაშვილი, კ. კეკელიძე, მ. აბრამიშვილი, ს. მაკალათია, ვ. ბარდაველიძე, ჯ. რუხაძე, თ. ქურდოვანიძე და სხვ.) და დღემდე გრძელდება. ბერიკაობა დაუკავშირდა ბუნების გაღვიძებასა და ჩათვლილ იქნა ქართული თეატრის ისტორიის დასაწყისად, ყეენობა უფრო გვიანდელი წარმოშობისაა და იგი უფრო საქართველოს მტერთან ბრძოლის სხვადასხვა პერიპეტიებს უნდა ასახავდეს. XIX საუკუნის ბოლოს, ყეენობის ქალაქებში შეზღუდვასთან ერთად გაჩნდა ე.წ. ,,ყეენობის კუდი’’, რომელზეც გაზეთ ,,კვალის’’ ერთი კორესპონდენტი (1894 წ.) იტყობინება. 1926 წლისათვის თითქმის გაუქმებული იყო ორივე სანახაობა, ამიტომ პოეტი იოსებ გრიშაშვილი თავის წერილში ,,ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა’’ ცდილობს წარსულ მასალებსა და გამოჩენილ მოგონებებზე დაყრდნობით შთამომავლობას მიაწოდოს ინფორმაცია ყეენობაზე, რომლის პირველი აღწერაც დავით ბებუთაშვილს ეკუთვნის (1817 -1827 წ).

ი. გრიშაშვილი და შემდგომი მკვლევარნი ეყრდნობიან მას და ახსენებენ გიორგი წერეთელსაც, მაგრამ მისი წერილების მიმოხილვა - ანალიზის გარეშე. ამიტომ, ვცადეთ სწორედ გ. წერეთელის, ე. გრიშაშვილისა და უცნობი კორესპონდენტის ინფორმაციის სრული ანალიზი მოგვეწოდებინა წინამდებარე სტატიაში, რაც, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი იქნება ბერიკაობა-ყეენობის შესწავლის ისტორიისათვის.

 

საკვანძო სიტყვები: ყეენობა; ბერიკაობა; ყეენობის კუდი; გ. წერეთელი; ი. გრიშაშვილი.

Publicado
2025-06-19
Sección
სამეცნიერო სტატიები - ეთნოლოგიის სექცია

Artículos más leídos del mismo autor/a