„რუსუდანიანი“ აღორძინების ეპოქის საზღაპრო ეპოსი თუ ლიტერატურული ზღაპარი

  • Ketevan Barbakadze პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ., № 53, 1400, საქართველო, http://orcid.org/0000-0002-8706-2102
  • Tamar Gogoladze ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ., № 53, 1400, საქართველო, http://orcid.org/0000-0003-0450-2924

Resumen

ძველი ქართული მწერლობის მეოთხე პერიოდში ვითარდება საერო ლიტერატურა, რომელიც გამოირჩევა ჟანრობრივი სპეციფიკითაც. მკვლევართა აზრით, ლირიკასთან ერთად პროზა ყალიბდება საგმირო, მორალისტურ-რომანტიკულ და დიდაქტიკურ სახეობებად, რომელთა შორის გამოჩნდა ე.წ. საზღაპრო ეპოსიც. ის იქმნება აღმოსავლური სიუჟეტებიდან თუ ეროვნული ფოლკლორიდან ავტორიან (ფეშანგი, ბააკა დვალაძე და სხვ.), თუ უცნობი ავტორის  (მაგ. ,,რუსუდანიანი’’) თხზულებებად, რომლებიც რამდენიმე საუკუნის მანძილზე გადამწერ-გამავრცელებელთა წყალობით ავსებდა პატარძალ-დედების სამზითვო სკივრებს და ითვლებოდა საინტერესო საკითხავად.

ქართული მწერლობის ცნობილი მკვლევრის, კორნელი კეკელიძის აზრით, საზღაპრო ეპოსი წარმოადგენს ერთგვარად ლიტერატურულად გადამუშავებულ ზღაპრებს ,,ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით’’, რამაც გაგვაბედინა ერთი ჰიპოთეზა - საზღაპრო ეპოსი ,,რუსუდანიანი’’ წინამდებარე სტატიაში მიგვეჩნია უცნობი ავტორის ლიტერატურულ ზღაპრად, რაც ვითარდება იამანეთის მეფის, მანუჩარის მეუღლის                 რუსუდანის გლოვა-სევდის გაქარვებისათვის მისი 12 ძმის მიერ მოყოლილ ზღაპრებად.

 

საკვანძო სიტყვები:  საზღაპრო ეპოსი, რუსუდანიანი, ლიტერატურული ზღაპარი.

Publicado
2025-07-01
Sección
სამეცნიერო სტატიები - ლიტერატურა, კულტურული პარადიგმები, ფოლკლორის განყოფილება.