ეთნიკური კონფლიქტები კავკასიაში: კლოდ ანეს სამოგზაურო ჩანაწერები

  • Dali Kandelaki ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რუსეთის ისტორიის კათედრა http://orcid.org/0000-0001-7764-5059

Resumen

ფრანგი მწერალი, ჩოგბურთელი და მოგზაური ჟან შოპფერი (ლიტერატურული ფსევდონიმი - კლოდ ანე), წიგნში - „ისპაჰანის ვარდები. სპარსეთი მანქანით რუსეთისა და კავკასიის გავლით” - ყურადღებას უთმობს კავკასიაში რუსეთის ეროვნული პოლიტიკის საკითხს. საინტერესოა მოგზაურის შეფასებები რეგიონში ეთნიკური დაპირისპირების შესახებ, რომელიც ყველაზე მეტად სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის არსებობდა. მოყვანილია 1905 წლის რევოლუციის დროს ამ ორი ხალხის კონფლიქტის ფაქტები, რომლებიც მნიშვნელოვან დოკუმენტურ მასალას წარმოადგენს. 1906 წელს, პარიზში, ფრანგულ ენაზე გამოცემულ წიგნში, კლოდ ანე ასევე საინტერესოდ აღწერს ყირიმსა და კავკასიაში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებს და სვამს კითხვას: სად უნდა ვეძებოთ კავკასიაში უბედურების გამომწვევ არეულობაზე პასუხისმგებელი პირები? აქვთ თუ არა კავკასიელებს მომავალში რუსეთისგან კავკასიის გამოყოფის და პოლიტიკურად დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების იმედი? ავტორს იმდენად უხვი ინფორმაცია აქვს იმპერიის იმ მხარეების მდგომარეობის შესახებ, სადაც ის მოგზაურობს, რომ რეალურად ზუსტად ასახავს არეულობისა და მიმდინარე მოვლენების მიზეზებს. რევოლუციური და ეთნიკური დაპირისპირების ამსახველი მოვლენების თვითმხილველის ინფორმაცია საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესოა თანამედროვე მკვლევრებისთვისაც.

საკვანძო სიტყვები: კლოდ ანე, კავკასია, XX საუკუნე, ეთნიკური კონფლიქტები, რუსეთის ეროვნული პოლიტიკა.

Publicado
2022-12-26
Sección
სამეცნიერო სტატიები-მსოფლიო ისტორიის სექცია (ახალი ისტორია)