კათოლიკობა საქართველოში რუსული მმართველობის საწყის ეტაპზე (XIX საუკუნის I ნახევარი)

  • KAKHABER SURGULADZE ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი http://orcid.org/0000-0002-6008-8396
  • IRAKLI BARAMIDZE ისტორიის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი http://orcid.org/0000-0001-7540-7006
  • KHATUNA DIASAMIDZE ისტორიის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი http://orcid.org/0000-0002-9966-0468
  • TATIANA KOPALEISHVILI ისტორიის დოქტორი, აფილირებული მკვლევარი, ლიუვენი, ბელგია http://orcid.org/0000-0002-4676-5848

Resumen

XVII საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოში პერიოდულად ჩამოდიოდნენ კაპუცინთა კათოლიკური ორდენის წევრები, რომლებსაც XVIII საუ­კუ­ნის ბოლოს, ქართლ-კახეთის მეფეების - ერეკ­ლე II-ის (1762-1798), გიორგი XII-ის (1798-1800) და იმერეთის მეფე სოლომონ II-ის (1789-1810) ხელშეწყობით, კარგი ასპა­რეზი მიეცათ აქ კათოლიკობის პროპაგანდისა და გავრცელების თვალსაზრისით. არა­სახარბიელო მდგო­მარეობაში იმყოფებოდა კათოლიკური მისიონი ახალციხის რეგი­ონში, რომელიც ოსმალე­თის იმპერიის გავლენაში იყო მოქცეული.

რუსეთის დამკვიდრებამ აღმოსავლეთ საქართველოში მისიონერებს თავიანთი სარ­­­წ­მუნოების თავისუფლად გავრცელების შესაძლებლობა მოუსპო. ჯერ კიდევ 1722 წელს, რუსეთის იმპერატორმა პეტრე პირველმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც მართ­ლ­­მა­დი­დებ­ლობიდან სხვა სარწმუნოებაზე გადასვლა არაკანონი­ე­რად მიიჩნეოდა. რუ­სე­თის ხელისუფლებას მისიონერები ევროპის ქვეყნების ჯაშუშებად მიაჩ­ნდა და მათ ყველა ნაბიჯს აკონტროლებდა,

მთავარმართებელი ციციანოვი (1802-1806) შეეცადა ევროპელი კათოლიკე მისი­ონერების რუსეთისადმი დაქვემდებარებას. 1807 და 1819 წლებში თბილისსა და გორში საზეიმოდ გაიხსნა ახალი კათოლიკური ეკლესიები, თუმცა პარალელურად შემცირდა მისიონერთა რიცხვი საქარ­თველოში. რაც შეეხება სამხრეთ საქართველოს, აქაურ ქარ­თველ კათოლიკეებს, ერთი ნაწილი სომეხთა დიდი მეცადინეობის შედეგად (სომხები პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ როგორც ოსმალეთის, ისე რუსე­თის იმპერიებში) უკვე გასომ­ხებული იყო, ხოლო მეორე ნაწილი იმავე სა­ფრთხის წი­ნაშე იდგა, რასაც პირდაპირ თუ არაპირდაპირ ხელს უწყობდა ეპისკო­პოსობის მაძი­ებელი პ. შაჰყულიანი (ჭილიმუზაშვილი), წარმოშობით ქართველი.

1845 წელს, გარკვეული პირობების მიუღებლობის გამო, რუსეთის ხელისუფლებამ კათოლიკე მისიონერები საქართველოდან გააძევა. თუმცა, საუკუნეთა მანძილზე სა­ქარ­თველოში მისი­ონე­რული მოღვა­წეო­ბის შედეგად მოსახლეობის (მათ შორის ქარ­თველი მართლმა­დი­დებლების) ერთი (შესაძლოა, არც ისე მნიშვნელოვანი) ნაწი­ლი, რელიგიური, პოლი­ტიკური, ეკო­ნომი­კური თუ სხვა მიზეზით გადავიდა კა­თო­ლიკურ რწმენაზე და სხვა­თა მსგავსად, გარ­კვეული როლი ითამაშა პოლიეთნი­კური და პოლი­კონფესიური ქვეყ­ნის საზო­გა­დოებრივ-პოლიტიკურ, თუ სოციალ-ეკონო­მიკურ ცხოვ­რებაში.

საკვანძო სიტყვები: კათოლიკობა, ერე­კლე II, საქართველო, რუსული მმართ­ველობა, რომი, შაჰყულიანი, გასომხება.

Publicado
2021-12-23
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია