მუხრანბატონების ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელთა ბრძოლა ქართლის სამფო ტახტის დაბრუნების მიზნით XVIII ს.30-იან-XIX ს. 10-იან წლებში

  • IOSEB ALIMBARASHVILI ისტორიის დოქტორი, გორის სახელმწიფო უნვერსიტეტის http://orcid.org/0000-0002-0347-1815

Resumen

მსოფლიოს ისტორიას სამეფო ტახტის დასაუფლებლად დინასტიებს შორის ბრძოლის არაერთი სისხლიანი დრამა ახსოვს და საქართველო გამონაკლისი არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ სამეფო ლეგიტიმიზმის პრინციპები საყოველთაოდ აღიარებული და დადგენილი იყო (ტახტის მამისაგან უფროს ძეზე გადასვლა), ეს წესი ხშირად ირღვეოდა. ამ ნორმიდან გადახვევა საქართველოშიც `ღვთის გმობად~ ითვლებოდა, რადგან ქართველი მეფეები ოდითგანვე `ღვთისსწორებად~ ითვლებოდნენ [ანთელავა, 1991:6]. თუმცა, მამა-შვილსა თუ ძმებს შორის ტახტის მშვიდობიან გაყოფას კანონი ყოველთვის ვერ უზრუნველყოფდა.

XVIII ს-ის 30-40-იან წლებში, ქართლის სამეფო ტახტის დასაუფლებლად ქართლის მუხრანბატონთა ბაგრატიონების შტოს (ვახტანგVI-ისა და იესეს შთამომავლებს)  და კახელ ბაგრატიონებს (მამა-შვილს - თეიმურაზ II-სა და ერეკლე II-ს) შორის მძაფრი ბრძოლა დაიწყო, რომელმაც 80-იან წლებამდე გასტანა და კახელების გამარჯვებით დამთავრდა.

ვახტანგ  VI და ბაქარ ბატონიშვილი რუსეთში ისე გარდაიცვალნენ, სამშობლოში დაბრუნება ვეღარ ეღირსნენ. პაატა ბატონიშვილმა 1765 წელს და ალექსანდრე ბაქარის ძემ 1781-82 წლებში სცადეს წართმეული ტახტის დაბრუნება, მაგრამ ამაოდ.

ირანსა და რუსეთში გადაიხვეწნენ ვახტანგ VI-ის ძმისა და ქართლის მომდევნო მეფის - იესეს (1714-1716; 1724-1727 წწ.) შთამომავლებიც, იქ გააგრძელეს მოღვაწეობა და ზოგიერთმა მათგანმა ბრწყინვალე კარიერაც შექმნა. ერთ-ერთი მათგანი იყო ბოროდინოს ბრძოლის გმირი და ინფანტერიის გენერალი პეტრე ბაგრატიონი. იგი იესე მეფის მესამე თაობას წარმოადგენდა. ერეკლეს გარდაცვალებისა და ქართლ-კახეთში რუსული ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ჯერ პეტრემ, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ მომდევნო ძმამ ალექსანდრემ, მთავარმართებლებს: ტორმასოვსა და რტიშჩევს თხოვნით მიმართეს ერეკლეს მიერ ჩამორთმეული ყმების, სოფლებისა და ქონების დაბრუნების თაობაზე, მაგრამ ვერც რუსული ხელისუფლების პირობებში მიაღწიეს სამართლიანობის აღდგენას.

საძიებო სიტყვები: ბრძოლა ქართლის სამეფო ტახტისათვის,  ვახტანგ VI,  იესე, ერეკლე II, თეიმურაზ II,  პაატა ბატონიშვილი, ალექსანდრე ბაქარის ძე, პეტრე და ალექსანდრე ბაგრატიონები.

Publicado
2021-06-25
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია