Announcement
მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონული რეცენზირებადი ჟურნალის „ეკონომიკა, ბიზნესი და ადმინისტრირება“ (“Economics, Business and Administration” Online ISSN: 2720-8249.) მიზანია სამეცნიერო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია თანამედროვე კვლევების შესახებ ეკონომიკის, ბიზნესისა და ადმინისტრირების დარგებსა და ამ დარგების შემდეგ მნიშვნელოვან ქვედარგებში: ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი, ფინანსები, საბანკო საქმე და დაზღვევა, მარკეტინგი და რეკლამა, საბუღალტრო აღრიცხვა და დაბეგვრა, ტურიზმი.
ჟურნალი, ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს ქართველ მეცნიერთა სამეცნიერო მიღწევების საერთაშორისო სივრცეში გატანას, მის პოპულარიზაციას, მეორე მხრივ, დაეხმარება ქართულ აკადემიურ წრეებს გაეცნოს საზღვარგარეთ წარმოებული სამეცნიერო კვლევების თანამედროვე დონეს. ჟურნალში არსებული რეცენზირების მექანიზმი ხელს შეუწყობს სამეცნიერო კვლევების ხარისხის თვისობრივ ზრდას.
ჟურნალს აქვს „ღია ჟურნალის სისტემების“ (OJS–open journal systems) პროგრამული უზრუნველყოფა.
ჟურნალში სამეცნიერო შრომები ქვეყნდება ინგლისურ ენაზე. ჟურნალის ელექტრონული სისტემის მენიუს შეგიძლიათ გაეცნოთ ინგლისურ და ქართულ ენებზე. ჟურნალში სამეცნიერო კვლევები (სტატიები, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, სიმპოზიუმის, სესიისა და სხვა მოხსენებები, რეცენზიები საერთაშორისო გამოცემებსა და მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევებზე) შუძლიათ გამოაქვეყნონ აღნიშნული დარგის/ქვედარგების დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე მკვლევარებსა და დოქტორანტებს. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალა ხელმისაწვდომია ყველასათვის.
ჟურნალი გამოდის წინასწარ დაგეგმილი გრაფიკით წელიწადში ერთხელ. მზადდება მესამე ნომერი. სამეცნიერო შრომების წარდგენა შესაძლებელია 2023 წლის 1 ივლისიდან. გამოქვეყნება უფასოა.
სამეცნიერო შრომების წარდგენის ბოლო ვადაა
2023 წლის 1 დეკემბერი!
ნაშრომის მომზადება ხდება APA სტილით IMRAD ფორმატში (სტატიის მომზადების ინსტრუქცია იხილეთ დანართის სახით (1) ელექტრონულ მისამართზე:
http://sciencejournals.ge/ და http://sciencejournals.ge/index.php/bu
ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული სახით. ნაშრომის წარდგენისათვის საჭიროა წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია როგორც ავტორმა. სურვილის შემთხვევაში ავტორს შეუძლია სტატია Word-ის ფაილით გამოაგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: goriunieconomics@gmail.com ; goriunieconomics@gu.edu.ge
სამეცნიერო ნაშრომის შეფასება ხდება ორი რეცენზენტის მიერ ე.წ. „ბრმა რეცენზირების“ წესით (ავტორმა არ იცის ვინ არის რეცენზენტი და ასევე, რეცენზენტმა არ იცის ვინ არის ავტორი). ნაშრომი ასევე გადის შემოწმებას პლაგიატის პროგრამაზე (Turnitin).
სამომავლოდ იგეგმება ჟურნალის საერთაშორისო ციტირებად ბაზებში ინტეგრირება.
ჟურნალის რედაქტორთა კოლეგია და სარედაქციო საბჭო წინასწარ უხდის მადლობას თანამშრომლობისათვის აღნიშნული დარგის/ქვედარგების აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს და უსურვებს წარმატებებს.
Read more about Announcement