UNPO-ს (არწარმოდგენილი ერებისა და ხალხების ორგანიზაცია) სადამკვირვებლო მისიები აფხაზეთში 1992-1993 წ.წ.

  • GIORGI BUTSKHRIKIDZE ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტირანტი (ისტორია) საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის #1 http://orcid.org/0009-0005-2820-5635

Resumen

 UNPO“ (Unpresented Nations & Peoples Organization) “არწარმოდგენილი ერებისა და ხალხების ორგანიზაცია” ჩამოყალიბება დაიწყო XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს. პირველ ეტაპზე დამფუძნებლებს შორის, იყვნენ კომუნისტური რეჟიმების მიერ დევნილი, ესტონეთის კონგრესის ლიდერი, სინოლოგი ლინარტ მელი უიღური ხალხის წარმომადგენელი ერკინ ალტპეკინი და ლოდი გუარი ტიბეტიდან. ხოლო ორგანიზაციის ხელმძღვანელი  გახდა ნიდერლანდელი სამართლის პროფესორი მიხაელ ვან ვულტ ვან პრააგი, რომელიც ასევე იყო დალაი-ლამა  XIV -ს მრჩეველი.

ორგანიზაცია ოფიციალურად დაფუძნდა 1991 წლის თებერვალში, ჰააგის მშვიდობის სასახლეში. დამფუძნებლებს შორის იყო საქართველოს რესპუბლიკაც რომელსაც ორგანიზაციის წევრის სტატუსი ჰქონდა 1991 წლის 11 თებერვლიდან 1992 წლის 31 ივლისამდე, ვიდრე საქართველო გახდებოდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი  რომელში გაწევრიანებაც მთავარი მიზეზია სუბიექტისათვის UNPO-ს წევრის სტატუსის შეწყვეტისა. მაგრამ გარკვეული პერიოდი საქართველო „მხარდამჭერი წევრის“ სტატუსს ინარჩუნებდა.  ორგანიზაციის მიზანია დაეხმაროს იმ ერებსა და ხალხებს, რომლებიც არ არიან აღიარებული სხვა სახელმწიფოების მიერ და არ არიან წარმოდგენილი გაეროში. შესაბამისად, ასეთი სუბიექტების მონაწილეობა საერთაშორისო პროცესებში მინიმალურია.  ასევე ისეთი საკითხები, როგორიცაა კულტურული უფლებების დაცვა, რელიგიური უფლებები, თვითგამორკვევის უფლება, ადამიანის ინდივიდუალური უფლებები, მკვიდრობის უფლებები, გარემოს დაცვის საკითხები და სხვა, პირდაპირ გავლენას ახდენს ამ ხალხთა ყოველდღიურ ცხოვრებასა და არსებულ მდგომარეობაზე. 1992 წელს გაწევრიანდა აფხაზური მხარეც ორგანიზაციამ სამი ტენდენციური ანტიქართული ხასიათის მოხსენება მოამზადა აფხაზეთის ომის საკითხზე. ნაშრომში განვიხილავთ თითოეულ მათგანს.

წარმოდგენილი ნაშრომი საქართველოში  მოცემული სადამკვირვებლო მისიის მუშაობისა და მათ მიერ მომზადებული დასკვნების განხილვის პირველ  მცდელობას წარმოადგენს.

 

საკვანძო სიტყვები: UNPO; საერთაშორისო ორგანიზაციები; ომი აფხაზეთში.

Publicado
2025-12-27
Sección
სამეცნიერო სტატიები-მსოფლიო ისტორიის სექცია (ახალი ისტორია)