პირველი ქართულ-აფხაზური დაპირისპირება აფხაზეთში (1989 წ. ივლისი) ბრიტანული პრესის მასალების მიხედვით

  • GIORGI BUTSKHRIKIDZE ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის #1 http://orcid.org/0009-0005-2820-5635

Resumen

სსრ კავშირში მიმდინარე  „გარდაქმნის“ პოლიტიკისა და გართულებული ეთნიკური მდგომარეობის ფონზე, დასავლური პრესა, მათ შორის ბრიტანულიც, განსაკუთრებული ინტერესით აკვირდებოდა მოკავშირე რესპუბლიკებში მიმდინარე ეთნიკურ პროცესებს. მათ შორის ყურადღების ცენტრში იყო საქართველო და აქ არსებული სიტუაცია. საბჭოთა ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი აფხაზური სეპარატისტული მოძრაობა XX საუკუნის მეორე ნახევრიდან კვლავ გააქტიურდა, რომლის ნათელი მაგალითებიც არის მათი ლიდერების ანტიქართული გამოსვლები ამ საუკუნის თითქმის ყველა დეკადაში. XX საუკუნის 80–იან წლებში ქართული ეროვნული მოძრაობის აღმავლობის კვალდაკვალ, რომლის საბოლოო მიზანსაც წარმოადგენდა საქართველოს გამოყოფა სსრ კავშირიდან და დამოუკიდებლობის აღდგენა, საბჭოთა ხელისუფლებამ ახალი ძალებით გაააქტიურა სეპარატისტული მოძრაობებიც, მათ შორის აფხაზეთში „აიდგილარა“. 1989 წლის 18 მარტს მათ  მიერ მიღებულ ე.წ. „ლიხნის მიმართვაში“  ხელმომწერები  ქართველ ხალხს ბრალს სდებდნენ ყოველმხრივ „შევიწროვებასა“ და ე.წ. აფხაზური „სახელმწიფოებრიობის“ შეზღუდვაში. მიმართვაში, ფაქტობრივად, მოითხოვდნენ აფხაზეთის ასსრ-ს გამოყოფას საქართველოსგან და რსფსრ-ის შემადგენლობაში შეყვანას, რასაც ქართული საზოგადოების დიდი პროტესტი მოჰყვა შედეგად როგორც აფხაზეთში, ასევე მთელ ქვეყანაში. პროტესტს საბჭოთა ხელისუფლებამ  1989 წლის 9 აპრილს, მომიტინგეთა მშვიდობიანი პროტესტის  სასტიკი დარბევით უპასუხა. პირველი დიდი შეტაკება აფხაზ და ქართველ მოქალაქეებს შორის მოხდა 1989 წლის ივლისში, რომელიც მოჰყვა სოხუმში ქართული უნივერსიტეტის გახსნას. საბჭოთა ხელისუფლების მხარდაჭერით „აიდგილარას“ წევრებმა და მათმა  მხარდამჭერებმა დაიწყეს ქართველთა დარბევა, რომელსაც იმავე წლის 15-16 ივლისს მოჰყვა შეტაკებები სოხუმში აფხაზებსა და ქართველებს შორის. აღნიშნული დაპირისპირება ფართოდ გაშუქდა ბრიტანულ გამოცემებში, გამოქვეყნდა რამდენიმე ათეული პუბლიკაცია. პრესის მასალები ბრიტანულ საზოგადოებას დეტალურად აცნობდა ქართულ-აფხაზურ დაპირისპირებას და ამ ფონზე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. სწორედ აქედან ავითვლით ბრიტანულ პრესაში ქართულ-აფხაზური დაპირისპირების ასახვის საკითხებსაც.

საკვანძო სიტყვები: ბრიტანული პრესა; აფხაზეთი; სეპარატიზმი; ქართულ-აფხაზური დაპირისპირება;  1989 წლის ივლისი;   ეთნოკონფლიქტი.

Publicado
2024-06-26
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია