“ირაციონალური თერაპია” – მითი, რიტუალი, რწმენა (ძიებანი რელიგიის ფსიქოლოგიაში ინფექციური დაავადებების მაგალითზე)
Resumen
მოცემული სტატია ეხება ორ უმთავრეს საკითხს: რა ფსიქოლოგიური მექანიზმი მონაწილეობდა ინფექციური დაავადებების რიტუალით მკურნალობის დროს და რატომ შემორჩა თითქმის ბოლო დრომდე ბატონების სახელით ცნობილი ქართული ხალხური რიტუალი, რომელიც ბავშვთა ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ სრულდებოდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ხალხის რწმენით დიდი დედა ნანას, წმ. ბარბარეს, წმ. იოანე ნათლისმცემლის გარდა წმ. მარინეც და წმ. თეკლაც უნდა ყოფილიყვნენ ინფექციური დაავადებების მკურნალნი. ამავე დროს, სტატიაში აღნიშნულია, რომ ინფექციური დაავადებების მფარველებად საქართველოში ძირითდად ქალები–დიდი დედა ნანა და სამი ქრისტიანი ქალი წმინდანი მიიჩნეოდა.
კვლევა საველე ეთნოგრაფიული და ფოლკლორული მასალების გარდა ეფუძნება ეთნოლოგიურ, ისტორიულ, ფსიქოლოანალიტიკურ სამეცნიერო ლიტერატურას.
საკვანძო სიტყვები: რელიგიის ფსიქოლოგია, ეთნოლოგია, ისტორია.











