„ცეცხლიჯვრობა“ და მასთნ დაკავშირებული ზოგიერთი მოსაზრება

Resumen

წინამდებარე სტატია მთიულეთის ერთ-ერთ საინტერესო სალოცავს, ცეცხლისჯვარს ეხება. ისტორიულ, საარქივო და ჩვენს მიერ ველზე მოპვებულ მასალაზე დაყრდნობით შევეცადეთ სტატიაში მოგვეწოდებინა სალოცავის და მასთან დაკავშირებული დღესასწაულის გარკვეული სახის რეკონსტრუქცია და გამოგვეთქვა ზოგიერთი ჩვენეული მოსაზრება მის სახელთან, არსსა და რაობასთან დაკავშირებით.

ჩვენ, I საუკუნიდან VI საუკუნის ჩათვლით, საქართველოს გაქრისტიანების სამ ეტაპს გამოვყოფდით: პირველი, როდესაც წმიდა ანდრია, სხვა მოციქულებთან ერთად, ახარებს ქართველებს ღმერთის მიერ კაცობრიობის გამოხსნის ამბავს. ამ დროს არსდება ქრისტიანულ თემები. მეორე ეტაპი, როდესაც IVს-ში წმ. ნინოს ქადაგების შედეგად, ქართლის იმდროინდელი მეფე, მირიანი, ოფიციალურად აცხადებს ქართლის სამეფოში ქრისტიანობას სახელმწიფო რელიგიად და ინსტიტუციურად არარსებს ეკლესიას. VIს-ში ჩვენში მოსული ასურელი მამები დიოფიზიტობას განამტკიცებენ და აარსებენ კინობიტურ სამონასტრო ცხოვრებას საქართველოში. ქრისტიანობის გავრცელების მეორე პერიოდს ჩვენ `ჯვრის პერიოდი~ ვუწოდეთ, როდესაც მთავარი, მცხეთის ჯვრის აღმართვის დარად, სამეფოში კერპთა თაყვანისცემის თუ წარმართული ღვთაებების თაყვანისცემის ადგილას ჯვრები აღიმართა, რასაც შემდგომ, ამავე ადგილას ეკლესიების თუ სალოცავების მშენებლობა მოჰყვა. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის სალოცავების ზოგადი სახელი – ჯვარ-ხატები – ჯვრის პერიოდს და მცხეთის ჯვარს უნდა უკავშირდებოდეს, რომლის სახელობისაა აღ. საქართველოს მთიანეთის მთავარი სალოცავების უმრავლესობა. ტერმინი ხატი უნდა ნიშნავდეს ადგილობრივ სალოცავს, როგორც მთავარი ჯვრის, მცხეთის ჯვრის ხატს. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ თუ ლომისა მცხეთის ჯვრის სასწაულისადმი (სულთმოფენობის მომდევნო ოთხშაბათის) მიძღვნილი სალოცავია, ლაშარი მცხეთის ჯვრის, რომელიც თავდაპირველად ზატიკის ზატიკს ანუ აღდგომის მესამე კვირას უნდა ედღესასწაულათ, ცეცხლისჯვარი თავდაპირველად 7 მაისის ანუ ჯვრების აღმართვის დღესასწაული უნდა ყოფილიყო და სხვა სალოცავების დარად შემდგომ უნდა დაკავშირებოდა გიორგობას თუ ნათლისღებას და კვირაცხოვლობას. ვფიქრობთ საერთო სათემო სალოცავები მცხეთის ჯვრის სახელზე უნდა დაარსებულიყო. ანუ ქართლის სამეფოში შემავალი ისტორიულ-ეთნოგრაფიული ერთეულების მთავარი სალოცავები ~ჯვრის პერიოდში~ (IV-დაახ. Xსს.) მცხეთის ჯვარს უნდა დაკავშირებოდნენ.

 საძიებო სიტყვები: რელიგიური დღესასწაული, ეთნოლოგია, ისტორია.

Publicado
2021-06-30
Sección
სამეცნიერო სტატიები - ეთნოლოგიის სექცია

Artículos más leídos del mismo autor/a