სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან თუმანიშვილების სათავადოში (გლეხები)

  • REZO MARNADZE სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი http://orcid.org/0000-0002-3203-2328

Resumen

XV საუკუნის II ნახევარში, ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ, წარმოიშვა ქართლის, კახეთის, იმერეთის სამეფოები და სამცხე-საათაბაგოს სამთავრო. ამ დროიდან საქართველოში იქმნება სათავადოთა სისტემა, მათ შორის თუმანიშვილების საფეოდალო. ამა თუ იმ სათავადოს სიძლიერის განმსაზღვრელი მამულის სიდიდესთან ერთად, ყმების სიმრავლეც იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ისტორიოგრაფიაში გლეხთა კატეგორიების შესწავლის კუთხით არსებობს ივ. ჯავახიშვილის, ნ. ბერძენიშვილის, გ. ჯამბურიას, დ. გვრიტიშვილის, ვ. გუჩუას, ე. ხოშტარიას,  გ. აკოფაშვილის, დ. გოგოლაძის და სხვ. მკვლევართა ნაშრომები, დღემდე არ გვაქვს საკუთრივ თუმანიშვილების ყმა-გლეხთა სტრუქტურული აღნაგობის ერთიანი სურათი. წინამდებარე ნაშრომში დამოწმებული დოკუმენტური წყაროებისა და სამეცნიერო ლიტერატურის საფუძველზე ვცადეთ შეგვესწავლა თუმანიშვილების სათავადოს გლეხთა სოციალური და უფლებრივი მდგომარეობა, მებატონის საკუთრებაში მათი მოქცევის გზები. ცნობილია, რომ ფეოდალური ხანის საქართველოში გლეხთა სხვადასხვა კატეგორია არსებობდა. ჩვენი კვლევის შედეგად თუმანიშვილების სათავადოში გამოიკვეთა ყმა-გლეხთა შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:  ნასყიდი,  მკვიდრი  ხიზანი, ბოგანო, ნებიერი ანუ წყალობის ყმა, თავდახსნილი, ნაწყალობევი, თარხანი ანუ აზატი.

     საკვანძო სიტყვები: თავადი თუმანიშვილები, მამული, ყმა-გლეხი, ნასყიდი, მკვიდრი,  ხიზანი, ბოგანო, ნებიერი, თავდახსნილი,  ნაწყალობევი, თარხანი

Publicado
2021-06-25
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია