ცარიზმის კოლონიური პოლიტიკა აჭარაში

  • OTAR GOGOLISHVILI ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი http://orcid.org/0000-0002-5196-4155

Resumen

 სტატიაში საუბარია იმის შესახებ, რომ ცარიზმი უხეში ფორმებით ატარებდა -კოლონიურ პოლიტიკას აჭარაში. ცარიზმის კოლონიური პოლიტიკა მუდამ ცდილობდა გაეთიშა მცირე ერები ერთმანეთისაგან და ამ გათიშული ერების ასიმილაცია მოეხდინა. დიდმპყრობელური პოლიტიკა ხელოვნურად ქმნიდა ისეთ პირობებს, რომ პატარა ერებს დავიწყებოდა თავისი წარსული. უპირველეს ყოვლისა, იგი არწმუნებდა აჭარლებს, რომ მას არაფერი საერთო არ აქვს ქართველობასთან. მეფის მთავრობის მოხელეები ჩასჩიჩინებდნენ მოსახლეობას, რომ ქართული კულტურა მისთვის უცხოა. ცარიზმმა განდევნა ქართული ენა სკოლებიდან, სასამართლოდან, ადმინისტრაციული დაწესებულებებიდან. ამ დაწესებულებაში ხელისუფლებას  ჰყავდა ოსმალური ენის მცოდნე თარჯიმნები და ამ უკანასკნელთა საშუალებით ელაპარაკებოდნენ ხალხს. ადგილობრივი მაჰმადიანი მოსახლეობისთვის მშობლიური ენის წართმევა ანტიეროვნული მოქმედება იყო: ,,ადგილობრივმა მაჰმადიანმა მოსახლეობამ კარგად უნდა იცოდეს რუსული ენა. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა რუსული მათთვის გახდეს ერთადერთი და მშობლიური ენა. ხოლო მთებში, სადაც ჯერ კიდევ ძლიერია ოსმალური გადმონაშთები, აქაც უნდა ვეცადოთ, რომ რუსულმა თანდათან შეავიწრივოს და შემდეგ განდევნოს იგი ხმარებიდან",- აღნიშნავს 1901 წლის ოფიციალურ წერილში კავკასიის მთავარმართებლის სახელზე ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერნატორი.

Biografía del autor/a

OTAR GOGOLISHVILI, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი

სტატიაში საუბარია იმის შესახებ, რომ ცარიზმი უხეში ფორმებით ატარებდა -კოლონიურ პოლიტიკას აჭარაში. ცარიზმის კოლონიური პოლიტიკა მუდამ ცდილობდა გაეთიშა მცირე ერები ერთმანეთისაგან და ამ გათიშული ერების ასიმილაცია მოეხდინა. დიდმპყრობელური პოლიტიკა ხელოვნურად ქმნიდა ისეთ პირობებს, რომ პატარა ერებს დავიწყებოდა თავისი წარსული. უპირველეს ყოვლისა, იგი არწმუნებდა აჭარლებს, რომ მას არაფერი საერთო არ აქვს ქართველობასთან. მეფის მთავრობის მოხელეები ჩასჩიჩინებდნენ მოსახლეობას, რომ ქართული კულტურა მისთვის უცხოა. ცარიზმმა განდევნა ქართული ენა სკოლებიდან, სასამართლოდან, ადმინისტრაციული დაწესებულებებიდან. ამ დაწესებულებაში ხელისუფლებას  ჰყავდა ოსმალური ენის მცოდნე თარჯიმნები და ამ უკანასკნელთა საშუალებით ელაპარაკებოდნენ ხალხს. ადგილობრივი მაჰმადიანი მოსახლეობისთვის მშობლიური ენის წართმევა ანტიეროვნული მოქმედება იყო: ,,ადგილობრივმა მაჰმადიანმა მოსახლეობამ კარგად უნდა იცოდეს რუსული ენა. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა რუსული მათთვის გახდეს ერთადერთი და მშობლიური ენა. ხოლო მთებში, სადაც ჯერ კიდევ ძლიერია ოსმალური გადმონაშთები, აქაც უნდა ვეცადოთ, რომ რუსულმა თანდათან შეავიწრივოს და შემდეგ განდევნოს იგი ხმარებიდან",- აღნიშნავს 1901 წლის ოფიციალურ წერილში კავკასიის მთავარმართებლის სახელზე ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერნატორი.

საკვანძო სიტყვები:  ცარიზმი, კოლონიური პოლიტიკა, მაჰმადიანი მოსახლეობა,   მოახალშენეები, სამხედრო გუბერნატორი, რუსი ჩინოვნიკები, მეფის რუსეთის დროინდელი სკოლა, სამხედრო სავალდებულო სამსახური

Publicado
2021-06-25
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია