რელიგიური ფაქტორის საკითხისათვის მირ ვეისის ანტისპარსული აჯანყების მზადების პროცესში

  • KAKHA KVASHILAVA ისტორიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტი, ასოცირებული პროფესორი http://orcid.org/0000-0001-7703-5568

Resumen

წინამდებარე სტატიაში, ისტორიული წყაროებისა და თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებისა შესწავლის საფუძველზე, შევეცდებით ისლამის საღვთისმეტყველო სწავლებაში ომის კონცეპტის გათვალისწინებით, შევისწავლოთ გიორგი XI-ს წინააღმდეგ მირ ვეისის აჯანყების მომზადების პროცესი და რამდენად ზუსტად იქნა გამოყენებული ისლამის სწავლებანი ამ მიზნის განსახორციელებლად.

ჯიჰადი, მიუხედავად ამ ცნების განსხვავებული გააზრებისა, დიდ გავლენას ახდენდა მუსლიმური საზოგადოების დამოკიდებულებაზე როგორც მეზობელი ხალხებისა და ქვეყნების, ასევე რელიგიურად მსგავსი თუ განსხვავებული საზოგადოებებისადმი.

ყველა საკითხი სწორედ ამ ჭრილში განიხილება, იქნება ეს ისლამის გავრცელება, პროზელიტიზმი თუ არამუსლიმი ქვეყნის დამორჩილება ან ხარკის დაკისრების ან მისი გამაჰმადიანების მიზნით. აქედან გამომდინარე, ისლამის თვალსაზრისით, ჯიჰადი, თავისთავად, სამართლიანია.

1709 წელს ავღანეთში, კერძოდ კი ყანდაარის მიწებზე დაწყებული ანტისპარსული აჯანყება, ვფიქრობთ, პირველი ამგვარი მოვლენაა, რომლის ორგანიზებაში, გარკვეულ წილად, ჩართული აღმოჩნდნენ ისლამის უმთავრეს ცენტრებში – მექასა და მედინაში – მოღვაწე ღვთისმეტყველები და სამართალმცოდნეები და, ამდენად, ამ ამბოხებას იურიდიული და მორალური მხარდაჭერა ჰქონდა მათგან მოპოვებული, რაც, ბუნებრივად, სხვა ობიექტურ მიზეზებთან ერთად, ზრდიდა ამ განზრახვის წარმატებით დასრულების შესაძლებლობას.

 საძიებო სიტყვები: მირ ვეისი, სპარსეთი, გიორგი XI, ისლამი, ჯიჰადი, ავღანეთი

Publicado
2020-12-29
Sección
სამეცნიერო სტატიები-აღმოსავლეთმცოდნეობის სექცია