აღმოსავლეთის (ბალტიის ) საპაიო კომპანია
Resumen
ჩვენ მიზნად დავისახეთ, შეგვესწავლა ბრიტანეთის მიერ დაარსებული აღმოსავლეთის (ბალტიის) საპაიო კომპანიის ისტორია.
ბრიტანეთის აღმოსავლეთის (ისტლენდის- ბალტიის) საპაიო კომპანია წარმოიშვა მოსკოვის საპაიო კომპანიის (1555 წ) მაგალითზე 1579 წელს.
ეს კომპანია იყო მონოპოლიური და პრივილეგირებული.
ბრიტანეთის აღმოსავლეთის (ბალტიის) საპაიო კომპანიის შესწავლამ ნათელყო, რომ მან მისი დაარსებიდან XVII ს-ის ბოლომდე, მოიპოვა მონოპოლიური უფლება აღმოსავლეთში ვაჭრობაზე. ქარტიით მისი მოქმედების არეალი მოიცავდა ნორვეგიას, შვედეთს, პოლონეთს, პრუსიას, ფინეთს, ჰოლანდიას. მეკობრეები იჭრებოდნენ ზღვაში, ჰანზა უწევდა კონკურენციას, მაგრამ ამან ვერ შეაჩერა ინგლისელები, ვინაიდან ბალტიისპირეთის ვაჭრობა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ინგლისის ეკონომიკისთვის. ბალტიისპირეთიდან ექსპორტირებული საქონელი ხელს უწყობდა მისი ფლოტის განვითარებას და აღჭურვას, რაც უზრუნველყოფდა ქვეყნის თავდაცვას და სტაბილურობას. კომპანიის არსებობის პირველ წლებში ძირითადი იმპორტი იყო მარცვლეული, სელი და კანაფი, ხოლო მე-17 საუკუნეში-კალიუმი და ხე-ტყე. თავის მხრივ, ინგლისმა ბალტიისპირეთის ქვეყნებში ექსპორტზე ძირითადად ქსოვილები, ტყავი, ბეწვი, კალიუმი და მერქანი გაიტანა. თავდაპირველად, ძირითადი საექსპორტო პროდუქტი ქსოვილი იყო. თუმცა მე-17 საუკუნის დასაწყისში ქსოვილების გაყიდვა ნაკლებად მომგებიანი გახდა. ამიტომ, ქსოვილის გარდა, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მელას ტყავის, ბატკნის, ნაცრისფერი და შავი კურდღლის ტყავის, ასევე ტყვიის, კალის, ზაფრანის და ნახშირის ექსპორტი.
კომპანიის შექმნის შემდეგ მოხდა ინგლისელი ვაჭრების დასახლება ელბინგში და დაიმკვიდრეს აქ თავი უფრო ხელსაყრელ პირობებში, ვიდრე სარგებლობდნენ დანციგში, რაც შენარჩუნეს ნახევარი საუკუნის განმავლობაში. ინგლისელი ვაჭრები მონდომებული იყვნენ საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობით და ხშირ შემთხვევაში სჯობნიდნენ მათ კონკურენტებს.
ბალტიის (აღმოსავლეთის) საპაიო კომპანიამ, ინგლისის სხვა კომპანიების მსგავსად, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის საგარეო ვაჭრობის განვითარებაში. შემდგომში ყურადღება თანდათან ბალტიისპირეთის ვაჭრობიდან ტრანსატლანტიკურ ვაჭრობაზე გადავიდა. შეიქმნა ოსტ-ინდოეთის ვესტ-ინდოეთის საპაიო კომპანიები, რომლებმაც ხელი შუწყო ინგლისის კოლონიურ ექსპანსიას და ეკონომიკურ განვითარებას.
საკვანძო სიტყვები: საპაიო, მონოპოლიური, ქარტია, ვაჭარ-ავანტიურისტთა, მერსერთა, ოლდერმენი, რეზიდენტი.











