ევრაზიის სტეპის იმპერია და საქართველო: თურქთა და დასავლეთ თურქთა ხაკანატები ქართულ წყაროებში

  • LERI TAVADZE ისტორიის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 1, 0179 http://orcid.org/0009-0008-5963-4565

Resumen

თურქთა ხაკანატი VI საუკუნის შუა ხანებში ვრცელ ევრაზიულ იმპერიად ჩამოყალიბდა და კავკასიის მიმართულებით დაიწყო გაფართოვება. აღმოსავლეთ რომის იმპერიასთან (ბიზანტია) და სასანურ ირანთან (სპარსეთი) კონკურენცით, თურქებმა სწრაფად მოიპოვეს მსოფლიო პოლიტიკური მნიშვნელობა.

აღნიშნული სტატია ეხება, ქართული წყაროების მიხედვით, თურქთა ხაკანატის ისტორიასა და მათ ურთიერთობას საქართველოსთან. VIII საუკუნის ქართველი ავტორი ჯუანშერ ჯუანშერიანი კარგად იყო ინფორმირებული თურქთა ხაკანატის 580-იანი წლებისა და შემდგომი პერიოდის შესახებ. ის ახსენებს დასავლეთ თურქებს 620-იანი წლების მოვლენებთან დაკავშირებით, როდესაც ბიზანტიის იმპერატორმა ჰერაკლემ მათ მმართველთან კავშირი შეკრა სპარსეთის წინააღმდეგ. ჯუანშერის ფრაზა „და მიიყვანა დასავლეთით თურქნი“, მოცემულია დასავლეთ თურქებთან კავშირში. ქართველი ისტორიკოსი კარგად იცნობს თურქთა ხაკანის ავთენტურ ტიტულს, მაგრამ, ძირითადად, მათ მმართველს თურქთა „მეფედ“ მოიხსენიებს. ზოგადად, ჯუანშერის ცნობებს სხვა ქართული წერილობითი წყაროებიც ადასტურებენ, მაგალითად: „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ მატიანე (VII ს.) და სუმბატ დავითის ძის თხზულება (XI ს.).

სტატიაში ქრონოლოგიური პრინციპის დაცვით გაანალიზებულია 625–630 წლების მოვლენები ქართული და სომხური ისტორიული წყაროებისა და სპეციალური ლიტერატურის მიხედვით. მასში განიხილულია ბიზანტიელებსა და დასავლეთ თურქებს შორის დადებული შეთანხმება სამხრეთ კავკასიის გაყოფის შესახებ. ეს გარიგება მოიცავდა დინასტიურ კავშირს. შეთანხმება დაარღვიეს ბიზანტიელებმა მას შემდეგ, რაც მათმა თურქმა მოკავშირემ ხაკანატში ძალაუფლება დაკარგა. შეთანხმების დარღვევამ აიძულა შათი, დასავლეთ თურქთა ხაკანის ვაჟიშვილი, თავს დასხმოდა ბიზანტიის გავლენის ქვეშ მყოფ ქართლსა და სომხეთს, მაგრამ ის ადგილობრივებმა დაამარცხეს. მამამისის მიერ დასავლეთ თურქთა ხაკანატში მიმდინარე სამოქალაქო ომში ძალაუფლების დაკარგვამ და დაღუპვამ დასავლეთ თურქები აიძულა სამხრეთ კავკასია დაეტოვებინათ.

საძიებო სიტყვები: ბიზანტია, იმპერია, ევრაზია, საქართველო, ხაკანატი, სასანური ირანი, თურქები.

Biografía del autor/a

LERI TAVADZE, ისტორიის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 1, 0179

Publicado
2025-12-27
Sección
სამეცნიერო სტატიები - მსოფლიო ისტორიის სექცია (შუა საუკუნეებ)