ალექსანდრე (ალიოშა) სვანიძე (1884-1941)

Resumen

ალექსანდრე (ალიოშა) სვანიძე (1884–1941) - ასირიოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიკოსი, ეკონომისტი, ფინანსისტი, საზოგადო მოღვაწე, უზომოდ განათლებული, არისტოკრატი, ინტელიგენტი პიროვნება, რომლის სახელი სხვადასხვა მიზეზთა გამო დავიწყებას მიეცა. მის სახელს არაერთი უცნობი მნიშვნელოვანი საქმე უკავშირდება: იგი გახლდათ სტალინის ცოლისძმა და შეუცვლელი მრჩეველი ქვეყნის საშინაო და საგარეო გადაწყვეტილებების მიღებისას, ხოლო საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ყოფნისას, მან უაღრესად ბევრი გააკეთა საქართველოსთვის, ქართული საგანძურისა და ექვთიმე თაყაიშვილის წიგნთსაცავის გადასარჩენად, ქართული მეცნიერებისა და პირადად, ივანე ჯავახიშვილის ხელის შესაწყობად, მისი მონდომებით ჩატარდა შოთა რუსთაველის იუბილე და მრ. სხვ.

ალექსანდრე სვანიძის ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა – საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და საზოგადოებრივ-სამეცნიეროდ. ეს ორი სფერო მის ცხოვრებაში ერთმანეთს პერიოდულად ენაცვლებოდა, თუმცა, რომ დასცლოდა, მისი სამეცნიერო პოტენციალი მეტად ბევრის მომტანი იქნებოდა ქვეყნისთვის. მას გულით უნდოდა მეცნიერებას გაჰყოლოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მისივე თქმით: „ადამიანთა საზოგადოების სისაძაგლისგან და ამისგან წარმომდგარ ყოველი კაცის უკიდურეს პირად სიბეჩავისგან“ თავის დაღწევა და საკუთარ მშობლიურ ბაჯში დასახლების ოცნება, მიზეზთა გამო ვერ აისრულა - იგი რეპრესიებს შეეწირა.

2024 წლის, 1 (14) ნოემბერს, ალექსანდრე სვანიძეს დაბადებიდან 140 წელი შეუსრულდა. იმედია, მისი ბიოგრაფია, ბევრ ახალ საკითხს წამოსწევს მე-20 საუკუნის დასაწყისის ისტორიის კვლევისას სხვადასხვა მიმართულებით, ხოლო მისი სამეცნიერო კვლევები ისტორიოგრაფიაში თავის კუთვნილ ადგილს დაიჭერს, რაც ქართული მეცნიერებისათვის უდაოდ დიდი შენაძენი იქნება.

 

საძიებო სიტყვები: ალექსანდრე სვანიძე; სტალინი; ძველი ახლო აღმოსავლეთი; ხეთოლოგია; ასირიოლოგია; ჰროზნი.

Publicado
2025-12-27
Sección
სამეცნიერო სტატიები - ასირიოლოგიის სექცია