ბიბლიური სიმბოლიკა და საამშენებლო წარწერა სოფელ კოშკებიდან

  • DAVID CHOCHISHVILI ისტორიის დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გორი, ჭავჭავაძის ქ. N53, 1400, საქართველო http://orcid.org/0000-0003-0627-5980
  • RUSUDAN TCHUMBURIDZE ფილოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჭავჭავაძის ქ. N1, თბილისი, საქართველო http://orcid.org/0009-0000-1057-7346

Resumen

შიდა ქართლი, როგორც აღმოსავლეთ საქართველოს გეოპოლიტიკური ცენტრი, ოდითგანვე განსაზღვრავდა ქვეყნის პოლიტიკური კონსოლიდაციისა და სახელმწიფოებრიობის ფორმირების ძირითად მიმართულებებს. აქ ჩამოყალიბებული კულტურულ-ეკონომიკური სივრცე მნიშვნელოვანი იყო, როგორც ადმინისტრაციული, ასევე კულტურული პროცესებისათვის, რამაც რეგიონი ქართული სახელმწიფოებრივი ტრადიციის ერთ-ერთ საყრდენად გადააქცია. შუასაუკუნეებში სხვადასხვა საფეოდალოების წარმოქმნის შემდეგ, ყოველთვის ინარჩუნებდა ჰეგემონის როლს, რასაც აქ არსებული მრავალრიცხოვანი კულტურული, რელიგიური თუ საფორტიფიკაციო ნაგებობები ადასტურებს. 

სკრის ხეობა მდებარეობს შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, მდინარე მეძლების აუზში. გეოგრაფიულად იგი განლაგებულია თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობების ზონაში, რაც განაპირობებს შედარებით ზომიერ მიკროკლიმატს. ისტორიულად სკრის ხეობა მნიშვნელოვანი იყო, როგორც სავაჭრო და სამიწათმოქმედო ტერიტორია, რომელიც უკავშირდებოდა შიდა ქართლის ცენტრალურ გზებს და გორისკენ მიმავალ სტრატეგიულ კორიდორებს. არქეოლოგიური მასალები მიუთითებს, რომ ხეობა დასახლებული იყო უძველესი პერიოდიდან; სამიწათმოქმედო პირობები ხელს უწყობდა როგორც მარცვლოვანი კულტურების მოყვანას, ისე მესაქონლეობის განვითარებას. სკრის ხეობა მდიდარია კულტურული ძეგლებით. აქ შემორჩენილია საკულტო, საფორტიფიკაციო ძეგლების ორიგინალური ნიმუშები (სამეკლესოვანი ნაგებობა, ზურგიანი კოშკი...), წარწერები, ეპიტაფიები და სხვა. ნაშრომის მიზანს წარმოადგენს ერთ-ერთი ისტორიული ძეგლის-კოშკების ღვთისმშობლის ეკლესიის ისტორიული მიმოხილვა და მასზე გამოსახული ბიბლიური სიმბოლიკისა და საამშენებლო წარწერის განხილვა.

 

საკვანძო სიტყვები: სკრის ხეობა, კულტურის ძეგლი, წარწერა, ღვთისმშობლის ეკლესია, ბიბლიური სიმბოლიკა, შალიკაშვილები.

Publicado
2025-12-25
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია