დავით გარეჯის ბედი საბჭოთა პერიოდში

  • NATIA MIRIANASHVILI ისტორიის დოქტორი სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივი განყოფილების უფროსი ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამ.N1 საქართველო, http://orcid.org/0000-0002-5087-0042
  • NODAR SHOSHIASHVILI დოქტორანტი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქ. თბილისი, მერაბ ალექსიძის ქ. N10 საქართველო, http://orcid.org/0000-0002-7453-9258

Resumen

დღეს როცა  საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, არაერთხელ წამოიჭრა საზღვრისპირა რეგიონების საკითხი. საქართველოს აღმოსავლეთი საზღვარი, გარეჯის ველი, და იქ განთავსებული სამონასტრო კომპლექსის ბედი, დღეს განსაკუთრებით აქტუალურია – ის საქართველოს საზოგადოებაში აღძრავს ინტერესს, ბადებს საინტერესო კითხვებს და მოითხოვს პასუხებს. აღნიშნულ საკითხზე, საქართველოს არქივსაცავების ფონდებში დაცულ მრავალ  ინფორმაციას  საბჭოთა ისტორიოგრაფია ნაკლებ ყურადღებას აქცევდა. ჩვენ შევეცადეთ   საარქივო, მემუარული ლიტერატურის, პერიოდული პრესისა და არსებული საისტორიო აზრის კრიტიკული გააზრების საფუძველზე შეგვესწავლა ეს საკითხი. საქართველოს მეორე რესპუბლიკის დროს საზღვრების საკითხმა დაკარგა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. ფაქტიურად იმ ეტაპზე რესპუბლიკებს შორის სახელმწიფო საზღვრები შეგნებულად წაიშალა, რაც საბაჟოების, პიკეტების და სხვა ტექნიკური ფორმების გაუქმებით გამოიხატა.  `ჩვენ ვერ მივიღებთ ომის გამომწვევ ბუნებრივ საზღვრებსო~ _ აცხადებდნენ ისინი და საზღვრების საკითხს ცუდად გაგებული `ინტერნაციონალური~ ლოზუნგებით სწყვეტდნენ. საქართველოს კომუნისტებმა ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკებს შორის საზღვრის საკითხი გადაწყვიტეს `პროლეტარული ინტერნაციონალიზმის~ თვალსაზრისით და მეზობელ სახელმწიფოებს დაუთმეს საქართველოს ისტორიული ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი.

 

საკვანძო სიტყვები: საქართველო; საზღვარი; სახელმწიფო; დიპლომატია; ტერიტორია.

Publicado
2025-12-25
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია