მონასტერი მდინარის გაღმა – სუმელა (სახელის ისტორია, წარმომავლობა და მნიშვნელობა)

  • BAKUR GOGOKHIA ისტორიის დოქტორი ლაზეთის კვლევის ცენტრი რუსთაველის ქ. №310, ზუგდიდი, 2100, საქართველო http://orcid.org/0009-0004-2317-6778

Resumen

წინამდებარე სტატიაში განხილულია ტრაპიზონის სამხრეთით, ჭანეთის მთებში, ისტორიული ჭანეთის მხარეში მდებარე ცნობილი მონასტრის სახელების - სუმელა-ს და მელა-ს – ისტორია, წარმომავლობა და მათი მნიშვნელობა. გაანალიზებული და უარყოფილია აქამდე შემოთავაზებული პონტოური ბერძნული და ლაზური ვერსიები. მათ ნაცვლად კი, აქამდე გამოთქმული ვერსიების გამორიცხვის, ადრეულ წყაროებში მონასტრის სახელების დამოწმებული ფორმების, ჭანეთის||ლაზეთის ტოპონიმიაში გამოვლენილი უხვი ანალოგიის, მთისა და მონასტრის მდებარეობისა და აქ მონასტრის დაარსების ისტორიულ-ქრონოლოგიური გარემოებების გათვალისწინებით, გამოთქმულია განსხვავებული მოსაზრება. წარმოდგენილი ეტიმოლოგია არის სიახლე და, ამდენად, ის საინტერესო იქნება როგორც სუმელის მონასტრის ისტორიით, ისე, ჭანეთის ტოპონიმიით დაინტერესებული სამეცნიერო და ფართო საზოგადოებისთვის.

საკვანძო სიტყვები: სუმელის მონასტერი; მელას მთა; მაჩხა; ტრაპიზონი; ჭანეთი; ჭანური; ადგილის სახელი.

Publicado
2025-12-25
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია