ისტორიული ქართული მიწა-წყალი ოსმალეთის იმპერიის დარაიონებაში (XVI ს. II ნახევარი-1878 წლამდე)

  • ALEKSANDRE CHKHAIDZE ისტორიის დოქტორი, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი. საქართველო, ქ. ბათუმი, http://orcid.org/0009-0007-8902-6002

Resumen

     XVI საუკუნის განმავლობაში, როდესაც  ოსმალეთის იმპერია თავისი ძლიერების მწვერ-ვალზე იმყოფებოდა შესძლო საქართველოს დაკავებაც.

      შუა საუკუნეების ოსმალეთის იმპერიის სოციალურ-პოლიტიკურ ორგანიზაციას სამხედ-რო-ლენური სისტემა წარმოადგენდა. იგი შეთავსებული იყო ადმინისტრაციულ-ტერიტო-რიულ  მოწყობასთან. წინამდებარე ნაშრომში გადმოცემულია  ამ სისტემის მცოდნეს, ოსმა-ლეთში ბრიტანელი ქვეშევრდომის რიკოს(XVII ს.) ზოგადი განმარტება სამხედრო-ლენური რეჟიმის არსის შესახებ.

     XVI ს. ბოლოს და   XVII ს. დასაწყისისათვის არ არსებობს ოსმალეთის იმპერიის პროვინცი-ების და დომინიონების რაოდენობის, აგრეთვე საზღვრებისა და არსებობის თარიღების შესახებ სრულყოფილი მონაცემები. ჩვენს ნაშრომში წარმოდგენილია წყარო, რომელშიც XVI ს. მეორე ნახევარსა და  XVII ს. დასაწყისისათვის, 1609 წლამდე ჩამოთვლილია  ოსმალეთის  რიგი პროვინციები. იქ მდებარეობდა  ისტორიული ქართული მიწა-წყალიც. ყველა თარიღი დაზუსტებული არაა.

    ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველო ოსმალეთის იმპერიის ოთხ ეიალეთში მოხვდა: ჩილდირისა და ტრაბზონში (მთლიანად) და ერზრუმსა და ყარსში (ნაწილობრივ). წი-ნამდებარე ნაშრომში მოყვანილია აღნიშნული ეიალეთებში ქართული ტერიტორიების სანჯა-ყებად დაყოფა.

     ვცდილობთ დავაზუსტოთ თუ რატომ არ არის აჭარისწყლის აუზი 1595 წ. შედგენილ ,,გურ-ჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“, ე.ი. ჩილდირის ეიალეთში. ასევე სად იყო გაერთი-ანებული ეს აუზი მომდევნო პერიოდში 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომამდე.

     ოსმალეთის იმპერიის მბრძანებლის მეჰმედ III 1595 წლის ბრძანება აჭარის მმართველის მიმართ გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა.

     ვცდილობთ გავარკვიოთ ბათუმის და მისი მიმდებარე ტერიტორიების ოსმალთა მიერ დაპყრობის თარიღი  და ამ ტერიტორიების ტრაბზონისადმი დამორჩილების საკითხი (XV-XVI სს.). ასევე რომელ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში იყო გაერთიანებული ქობულეთის რაიონი XVIII-XIX საუკუნეებში.

 

საკვანძო სიტვები: ოსმალეთის იმპერია, საქართველო, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა, ეიალეთი, სანჯაყი, აჭარა.

Publicado
2025-12-25
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია