თბილისში შოთა რუსთაველის ქანდაკების დადგმის ისტორია და საკონკურსო პრიორიტეტები
Resumen
1934 წელს 20 აგვისტოს საქართველოს კპ/ბ ცენტრალური კომიტეტის დადგენილებით საქართველოს სახკომსაბჭოსთან დაარსდა შოთა რუსთაველის საიუბილეო კომიტეტი. რომელსაც დაევალა რუსთაველის 750 წლის იუბილეს მომზადება. იმ უამრავ ღონისძიებას შორის, რაც იუბილეს ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო იგულისხმებოდა თბილისში რუსთაველის ქანდაკების დადგმაც. საიუბილეო კომიტეტმა შეიმუშავა საკონკურსო მოთხოვნები და გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც ათობით ადგილობრივმა და უცხოელმა ავტორმა მიიღო მონაწილეობა. საბოლოოდ გადაირჩა თექვსმეტი პროექტი, რომელთაგან უპირატესობა კონსტანტინე მერაბიშვილის ნამუშევარს მიენიჭა. 1937 წელს საზეიმოდ აღინიშნა რუსთაველის იუბილე და ამ მიზნისთვის შექმნილმა საიუბილეო კომიტეტმაც, არსებობა შეწყვიტა. თუმცა რუსთაველის ქანდაკება ამ დროისთვის, ჯერ ისევ არ იდგა თბილისში. ის მოგვიანებით 1942 წელს დაიდგა ლუქსემბურგის სკვერში და ამასთან საპროექტო ვარიანტთან შედარებით, მკვეთრად სახეცვლილი.
ქართული მრგვალი ქანდაკებაის ისტორია, კვლავაც საფუვლიან კვლევას საჭიროებს. განსაკუთრებით ეს ეხება საბჭოთა პერიოდის ნამუშევრებს. მათ შესახებ არსებული მასალა უმეტესად ძლიერ ტენდენციურია. მოვლენების სწორი ანალიზი ისტორიულ-კულტურული კონტექსტის გათვალიწინბით, ერთადერთი მართებული გზაა წარსულის ადეკვატური გადააზრების და ქართული ხელოვნების თავისთავადი განვითარების პროცესში გაჩენილი იმ ხელოვნური, ძალისმიერი წყვეტის გადასალახად, სოცრეალსტური ხელოვნების სახელით რომ მოიხსენიება დღეს.
სოცრეალიზმის შემთხვევაში, მხოლოდ სახელდება არ არის საკმარისი. ამ პროცესებს ობიექტური, საფუძვლიანი ანალიზი და თანმიმდევრული კვლევა სჭირდება. აქ იგულისხმება როგორც კომპარატივისტული, ასევე ისტორიულ-მხატვრული ანალიზი, იკონოგრაფიულ კვლევის მეთოდთან და ცხადია მხტვრულ-სტილისტურ ანალიზთან ერთად.
ქართული ქანდაკების ისტორია უჩვეულოდ არაერთგვაროვანია. წინაქრისტიანულ მრგვალ ქანდაკებას ქვეყნის გაქრისტიანების შემდგომ სრულად ანაცვლებს რელიეფი. მრგვალი ქანდაკება როგორც ახალი მიმართულება ქართულ რეალობაში, XIX ს.-ის ბოლოდან ბრუნდება და 1930-იანი წლებისთვის, როცა რუსთაველის ქანდაკების კონკურსი ცხადდება, ის ჯერ ისევ ახალგაზრდა დარგებს შორის მოიაზრება. ამის პარალელურად კი მონუმენტური ხელოვნების პროპაგანდა უკვე მთელი ძალითაა ამოქმედებული საბჭოთა სივრცეში. მსგავსი განმაპირობებლების ფონზე ჩატარებული ასეთი დიდი მასშტაბის და მნიშვნელობის კონკურსი მოვლენების ჯამური სახით ჩვენების შესაძლებლობას ქმნის. საინტერესოა კრიტერიუმები რითაც შეირჩა ნამუშევრები, რის გამომხატველად იქნა მოაზრებული და რა ამოცანას ისახავდა მიზნად კონკურსი, რომელმაც სკუთარ ისტორიაში უამრავი მოვლენა მოსაზღვრა და დაიტია. როგორც ცნობილია საბჭოთა იდეოლოგები არ წყალაბდნენ შოთა რუსთაველს როგორც მეფის მეხოტბე პოეტს. რადიკალურად შეიცვალა ამ მხრივ ვითარება 1930-იანი წლების დასაწყისში, რაც ცხადია უპირველესად, წმინდად იდეოლოგიური ხასიათის მიზეზებს უკავშირდებოდა. კონკურსის მიმდინარეობის პარალელურად განახლდა და შეიცვალა საიუბილეო კომიტეტის შემადგენლობა, გადასხვაფერდა დამოკიდებულება ზოგადად ხელოვნების ნაწარმოებებისადმი და მათი შეფასების კრიტერიუმები.
1935-1937 წლებში რუსთაველის ქანდაკების დადგმის ისტორია, ნათლად ასახავს პროცესს თუ როგორ ცდილობს სახელმწიფო ხელოვნება რეჟიმის სამსახურში ჩააყენოს, ამასთან ისე, რომ ერთი მხრივ ხალხის ინტერესებს მოარგოს და მიუსადაგოს და იმავდროულად წმინდად პოლიტიკური დაკვეთა შეასრულოს.
საკვანძო სიტყვები: შოთა რუსთაველი; ქანდაკება; რუსთაველის იუბილე,











