კეისრის მკვლელობაში ციცერონის მონაწილეობის საკითხი

  • KAKHABER SURGULADZE ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი საქართველო, ბათუმი, ე. ნინოშვილის ქ. N35 http://orcid.org/0000-0002-6008-8396

Resumen

გაიუს იულიუს კეისრის მკვლელობის აღწერას არაერთი მეცნიერი შეეხო. მასზე საუბრობდნენ დიქტატორის და თანადროული პერსონაჟების ცხოვრებაზე თხრობისას. ასევე რესპუბლიკური რომის დასასრულის ისტორიის სურათის გადმოცემისას. აღწერილია მკვლელობის წინარე და მომდევნო პერიოდის მოვლენები, მაგრამ ყველა მკვლევარი ანტიკურ წყაროებზე დაყრდნობით არ ახსენებდა შეთქმულებაში ციცერონის როლს. თითქოს აქ საკამათო არაფერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ, ამის მიუხედავად, ლიტერატურაში (ვ. ლეისი...) პოპულარული გახდა ცი­ცერონის, როგორც „შეთქმუ­ლე­ბის ხელმძღვანელის“ როლის იდეა. საკითხში ინტრიგა  თავის დროზე შემოიტანა თვით ორატორმა, როდესაც გააჟღერა მისდამი ანტონიუსის  ბრალდება, თითქოს ბრუ­ტუ­სმა მას უჩვე­ნა გასისხლიანებული ხანჯალი და წამოიძახა „ციცერონ“.

კეისარი და ციცერონი რესპუბლიკური რომის „უკანასკნელი თაობის“ მსხვილი წარმომადგენლები იყვნენ. მათ შორის ურთიერთობები იცვლებოდა სიტუაციურად. იყო დათმობა–დაპირისპირების მომენტები. სამოქალაქო ომის დროს დაპირისპირებული კეისარი და პომპეუსი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ციცერონის პოზიციას. მაშინ კეისარი შეეცადა მის გადაბირებას,  მაგრამ ციცერონი მაინც პომპეუსს შეუერთდა. ომის მიწურულს იგი კიდეც შეურიგდა კეისარს, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, მან გული აიცრუა ყველაფერზე, მიატოვა პოლიტიკური საქმიანობა და ჩაება ფილოსოფიური ტრაქტატების წერაში. მორალურად დათრგუნულს უკვე უწევდა გამარჯვებულის მაამებლობა, რის გამოც დამარცხებულები მას აძაგებდნენ. ამის გამო შეთქმულებმა თავიანთ წრეში იგი არ მიიღეს. შეთქმულთა უმეტესობა „ძველი პომპეუსელი“ იყო, მათ ახსოვდათ სამოქალაქო ომში მისი განდგომა. შეთქმულბმა ალღო ვერ აუღეს ორატორის მხრიდან კეისრის მაამებლობის შინაარს, ამიტომაც მას არ ენდობოდნენ.

რომაულ ელიტაში ციცერონი იმდენად წონად ფიგურად მიიჩნეობა, რომ „ხელმძღვანელის რანგში“ მისი მონაწილეობის ფაქტი აუცილებლად დაფიქსირდებოდა ანტიკურ წყაროებში ანდა ორატორის ეპი­სტო­ლე­ებში.  შეთქმულების ხელმძღვანელი იყო ბრუტუსი, თუმცა შეთქმულებაში წამყვანი როლი კასიუსს ეკუთვნოდა. რაც შეეხება ანტო­ნიუსის ბრალდებას ციცერონის მხრიდან შეთქმულთა წა­ქე­ზების თაობაზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი პრეტენდენტი იყო დიქტატორის მემკვიდრეობაზე, რომელსაც ორატორის მიმართ საგვარეულო და პირადი წყება ჰქონდა. ბრალდებით ანტონიუსი შეეცადა ორატორის, როგორც პოლიტიკური ოპონენტის განადგურებას. ბრალდებას „ფილიპიკაში“ ცი­ცე­რო­ნმა  გარკვევით გასცა პასუხი: „მე, რომ ვყოფილიყავი მათ შორის, სა­ხელმწიფოში მო­ვსპო­ბდი არა ერთ მეფეს, არამედ საერთოდ სა­მეფო ძალა­უფლე­ბას“. რაც შეეხება მოსალოდნელი მკვლელობის შესახებ მის ინფორმირებულობას, ეს უკვე არსებითად არაფერს ცვლიდა. „ფენათა თანხმობის“ იდეიდან გამომდინარე მკვლელობის აქტი არ ჯდებოდა ციცერონის კრედოში, ამიტომაც ორატორი განერიდა მოვლენებს და არ გამოცხადდა სენატის სხდომაზე.

საკვანძო სიტყვები: კეისარი; ციცერონი; ბრუტუსი; ანტიკური რომი; მკვლელობა სენატში.

Publicado
2025-06-19
Sección
სამეცნიერო სტატიები - მსოფლიო ისტორიის სექცია (ძველი ისტორია)