ეთნოგრაფიული ტერმინებით გადმოცემული ყოფით-კულტურული მახასიათებლები (უახლესი ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით)
Resumen
ცხოვრების წესის მომთხრობი, მრავალფეროვნებით გამორჩეული, ლეჩხუმური ეთნოგრაფიული ტერმინები, სიტყვა-თქმები შესაბამისი დროის, საზოგადოებრივ-კულტურული მოცემულობით განპირობებული, ერის პოლიტიკური, ეთნიკურ-ყოფითი განვითარებულობის, ენობრივი მდგომარეობის შესწავლის უმნიშვნელოვანესი წყაროა.
საანალიზოდ ავარჩიეთ ლეჩხუმური ტერმინები, სიტყვა-თქმები: აკოშიალებული; მცირედის მნიშვნელობით გამოყენებული „ანწყოლი“; „ახვანხვა“ - ერთბაშად შეჭამა; ბოჩხოტი; ბუზუნია - მსხვილი, დიდი; გავათავებ; გეწათხუნება; გვინიხი - რაღაცის, უშნოდ მოტეხილი ნაწილი; დამჟავებული - დაღვინების მნიშვნელობით; „ზესანდარი“;; კაღრიტი - თაღლითი; „კიაპი“ – ჯიში, ჯილაგი; „ლოშკინა“ - პატარა მარხილი, ხის სათრეველა; „მელისარჩი“ (რაჭაში „მელაკულტარობა“, „მელამელაობა“; მსგავსია იმერეთში „ბუზის ულუფა“, სამეგრელოში „ყვავის საჯობინარო“); მიეტოლება - გაყვება, ერთად წავლიან; მოქანჯული; მოსამარხე - კაცი, რომელიც მიცვალებულის სამარხს/საფლავს ჭრის; რაგადობა; საანგელოზო - ოჯახის შესაწირავი ოჯახის შვილის სახელზე; საზღვარო; სათავსე; „სახრო“ – ხარით დასამუშავებელი ადგილი; „სირის კუდი“; სირინოზი; სნაკვი - თავის მოცლა“; სულიპური; ფერგასული - ადრე გაზაფხული; ჟღვანთქი; ჟღოლი - დიდი, მსხვილი წნელი; შავი კუხნა; ბატონის წყარო; ბატონების გზა ლოცვაა; ლილიპუტებივით ვართ - იტყვიან სისხლის შერევის შედეგად გაჩენილ, ფიზიკურად „ნაკლულ“ ადამიანზე; ყველზე და მჭადზე მისაყოლებელი კაცი.
აღნიშნულ სიტყვა-თქმათა, ტერმინთა შესახებ არსებული ეთნოგრაფიული მასალა შევუდარეთ საქართველოს სხვადასხვა რაიონებში ჩვენგანვე მოძიებულ, სპეციალურ ლიტერატურაში დაუდასტურებელ, ან უკვე დადასტურებულ მასალებს.
განსხვავებული და მსგავსი ეთნოგრაფიული ლექსიკის კვლევის დროს ისტორიულ-კულტურულთან ერთად გავითვაისწინეთ სოციალური კონტექსტები.
საანალიზოდ არჩეული ლექსიკის, სიტყვა-თქმების კომპლექსურ-ეთნოისტორიული კვლევით ირკევევა:
- საქართველოში ტერმინთა სახელრქმევას ასაფუძვლებდა მენტალობა, სამეურნეო, გარემოს ცნობა-ცოდნა, შესაბამისი სოციალურ-კულტურული სინამდვილე, ყოფის შინაარსისა და ტრადიცულ თავისებურებათა თანამედროვეობასთან თანხვედრა-არათანხვედრილობა.
- ტერმინების და სიტყვა-თქმების შინაარსს განაპირობებდა აზროვნების წესი, დამოკიდებულება-მიდგომები, განცდები, რეგიონის გარე, თვითშეგნებით მსგავს და განსხვავებულ გარე სამყაროსთან შეთანხმებულ ერთობაში ყოფნა.
- იცოდნენ საფუძველდადებული, ჩვენამდე გადმოცემებით მოსული შინაარსის, მისი თაობებისთვის გადაცემის აუცილებლობის შესახებ.
- საქართველოს სხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეთა მკვიდრებისაგან, ერთი და იგივე ტერმინების სხვაგვარი და მსგავსი შინაარსით აღჭურვის და ამ საფუძველზე დამდგარი სხვაობის შესახებ.
- ქართული ენის მრავალმხრივი შესაძლებლობები.
- კუთხურ-დიალექტური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ეთნოგრაფიული ლექსიკით გადმოცემული შინაარსის შესწავლა უფრო სრულყოფს საქართველოს სხვადასხვა მხარის ყოფი-კულტურული თვალსაზრისით შესწავლას.
- ლექსიკურ ერთეულებსა და სიტყვა-თქმებს წარმოვადგენთ ანბანის რიგზე.
საკვანძო სიტყვები: ეთნიკურ-ეთნოგრაფიული; ენობრივ-კულტურული; კუთხურ-დიალექტური; სამეტყველო ენა; ეთნოგრაფიული ლექსიკა; ცხოვრების წესი; ეთნიკურ-კულტურული მახასიათებლები.











