ქართული პოლიტიკური ემიგრაცია და დიასპორა თურქეთის რესპუბლიკაში (1921–1939 წ.წ.)

  • ENVER DIASAMIDZE საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთა¬შო¬რი¬სო ურთიერთობების დეპარტამენტის დოქტორანტი, საქართველო, თბილისი კოსტავას 77. 0160 http://orcid.org/0000-0001-8298-7002

Resumen

წინამდებარე ნაშრომი ეფუძნება ქართულ პოლიტიკური ემიგრაციისა და დიასპორის ურთიერთგადაჯაჭვულ ანალიზს თურქეთის რესპუბლიკაში 1921–1939 წლებში – ეს პერიოდში,  ეხმიანება როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ძალადობრივ გასაბჭოებას, ისე ახალი ქემალისტური თურქეთის სახელმწიფოებრივი სტრუქტურების ჩამოყალიბებას. კვლევა სინთეზურ ჭრილში წარმოაჩენს იმ პოლიტიკურ, კულტურულ და ორგანიზაციულ ტრანსფორმაციებს, რომლებიც ემიგრაციის ფენომენს ჩამოუყალიბდა არა როგორც დროებით, არამედ როგორც სტრუქტურულად გამტკიცებულ სივრცეს თურქეთის რესპუბლიკაში.

ნაშრომის ცენტრალური თეზაა, რომ თურქეთში მოქმედმა ქართულმა პოლიტიკურმა ემიგრაციამ, მიუხედავად არარეგულირებული სტატუსისა და საერთაშორისო სამართლებრივი ლეგიტიმაციის არქონისა, შექმნა უნიკალური მოდელი თვითორგანიზებული „დამალული სახელმწიფოებრიობისა“, რომელიც დაფუძნებული იყო კულტურულ-ინტელექტუალურ რესურსებზე, დიასპორულ მხარდაჭერაზე და გეოპოლიტიკური ადაპტაციის კომპლექსურ უნარებზე. დოკუმენტურ წყაროებზე, კერძოდ ს. მდივნის ანკარის წერილებზე, თურქეთის რესპუბლიკის არქივებზე და ქართულ ემიგრანტთა მემუარისტულ ტექსტებზე დაყრდნობით,  წარმოაჩენილია ის რთული ბალანსი, რომელიც საქართველოს დევნილობაში მყოფ ხელისუფლების წარმომადგენლობასა და  მასპინძელ სახელმწიფოს შორის ჩამოყალიბდა-დუმილი პოლიტიკურ სივრცეში და აქტიურობა კულტურულ არენაზე.

მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება იმ სოციალურ ქსელებზე, რომლებიც ქართველ დევნილებს აკავშირებდა ოსმალეთის დროინდელ ქართულენოვან მუჰაჯირთა შთამომავლებთან. ამ ეთნიკურ ფენასთან ინტეგრაციამ ემიგრაციას შესძინა სივრცობრივი სიძლიერე და ხელი შეუწყო იდენტობის მდგრადობას არათუ მხოლოდ რიტორიკულ-პოლიტიკურ დონეზე, არამედ ყოველდღიური ყოფის კულტურულ პრაქტიკაში — ენაში, წეს-ჩვეულებაში, საგანმანათლებლო ინიციატივებში და რელიგიურ რიტუალებში.

თურქეთის სახელმწიფო პოლიტიკა — რომელიც ქემალისტური იდენტობის ფორმირებით ცდილობდა მონოეთნიკური ერთსულოვნების განმტკიცებას — დათმობებზე წასულიყო იმ დრომდე, სანამ ემიგრაცია არ არღვევდა გარე-შიდა ბალანსს, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირთან ურთიერთობის ჭრილში. სწორედ ამ ნეიტრალური სივრცის ფარგლებში ქართველმა დევნილებმა შეინარჩუნეს თავიანთი პოლიტიკური განზრახულობების სიმბოლური გამოხატვა და კულტურული თვითიდენტიფიკაციის მექანიზმების ფუნქციონირება.

 მიზანი ნაშრომი ხაზგასმით ეხმიანება იმ ტრანსფორმაციას, რაც პოლიტიკურ დევნილობას და კულტურულ დიასპორას შორის თანდათანობით განვითარდა 1930-იანი წლების მეორე ნახევრიდან: ემიგრანტები ნაკლებად პოლიტიკურად ხილულნი, მაგრამ მეტად რელიგიურად, ენობრივად და საგანმანათლებლოდ ორგანიზებულნი წარმოადგენდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის მეხსიერების მატარებელ ფენას. მათი „ჩუმი წინააღმდეგობა“ — როგორც სტრუქტურულად მართული კულტურული პროექტი — იქცა XX საუკუნის შუახანების ქართული სახელმწიფოებრიობის იდეის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გადარჩენით ფორმად

საკვანძო სიტყვები: ქართული პოლიტიკური ემიგრაცია; თურქეთი 1921–1939; დიასპორული დიპლომატია; ეროვნული იდენტობა ემიგრაციაში; კულტურის შენარჩუნება; საბჭოთა-თურქული ურთიერთობები.

Publicado
2025-06-17
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია