შერიფ ხიმშიაშვილი — აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნება რუსეთ-თურქეთის 1877–1878 წლების ომის შედეგად

  • NUGZAR ZOSIDZE ისტორიის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი საქართველო, ბათუმი ე. ნინოშვილის ქ. N35 http://orcid.org/0000-0003-2613-3365

Resumen

ნაშრომი მოიცავს შერიფ ხიმშიაშვილის ისტორიულ როლზე ფოკუსირებულ დეტალურ ანალიზს, რომელიც დაკავშირებულია აჭარის რეგიონის სამშობლოსთან მშვიდობიან დაბრუნებასთან 1877–1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდგომ. სტატიის მიზანია აჩვენოს შერიფ ხიმშიაშვილის პოლიტიკური ინტუიცია, საგვარეულო მეხსიერებაზე დამყარებული გადაწყვეტილებები და მისი კრიტიკული მნიშვნელობა საქართველოს სახელმწიფოებრივი სივრცის გაფართოების პროცესში, რომ შერიფ ხიმშიაშვილი წარმოადგენდა იმ რეგიონულ ლიდერთა ტიპს, რომლებმაც ფეოდალური წარმომავლობის მიუხედავად, ისტორიულ გარდატეხაზე მოახდინეს რეაგირება ეროვნული თვითშეგნების გაძლიერების გზით და არა მხოლოდ პირადი გავლენის შენარჩუნების მოტივით.

აქ განხილულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში აჭარაში არსებულ რთულ პოლიტიკური კონტექსტი - ოსმალეთის იმპერიის შესუსტება, რუსეთის სამხრეთ კავკასიურ ექსპანსია და რეგიონული ფეოდალური ელიტების სიფრთხილე ძალაუფლების შენარჩუნების პროცესში. ამ ვითარებაში შერიფ ხიმშიაშვილის არჩევანი — მშვიდობიანი თანამშრომლობა რუსეთის იმპერიასთან და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა — წარმოდგენილია როგორც ეროვნული სტრატეგიის გააზრებული გამოხატულება.

განსაკუთრებულ ყურადღება დაეთმობა შერიფ ხიმშიაშვილის საგვარეულო მემკვიდრეობას-სელიმ ფაშა ხიმშიაშვილის დაღუპვასა და ეროვნულ მისწრაფებებს, რაც შთამომავლობაში გადაიზარდა სამშობლოს დაბრუნების იდეის კონკრეტულ რეალიზაციაში. შერიფ ხიმშიაშვილის მიერ გატარებული პოლიტიკური ხაზი მოიაზრება როგორც საგვარეულო ტრადიციის გაგრძელება და ისტორიულ კონტექსტში გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით განხორციელებული სახელმწიფოებრივი არჩევანი.

ისტორიოგრაფიული მიმოხილვა აჩვენებს, რომ შერიფ ხიმშიაშვილის როლი ჯერ კიდევ სრულად არ არის აღიარებული ქართულ ისტორიოგრაფიაში. ადრეული ქართულ  კვლევებში (დ. ბაქრაძე, თ. სახოკია, ზ. ჭიჭინაძე) ყურადღება ექცეოდა ხიმშიაშვილთა საგვარეულოზე ზოგადა განხილვებს, თუმცა შერიფ ხიმშიაშვილის პერსონალური მნიშვნელობა დაჩრდილული იყო სელიმ ფაშას ხატის ფონზე. საბჭოთა ისტორიოგრაფიამ მისი როლი სოციალური კლასობრივი პრიზმით შეაფასა, რაც ფეოდალურ სტატუსზე აქცენტირებით ამცირებდა მის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას. პოსტსაბჭოთა ისტორიოგრაფია კი მეტ ყურადღებას უთმობს შერიფის მიერ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას, როგორც ეროვნულ ინტეგრაციასა და რეგიონული სტაბილურობის დამკვიდრების მაგალითს.

ნაშრომში დეტალურადაა განხილული  საერთაშორისო ფაქტორების ზეგავლენა:  რუსეთის იმპერიის სტრატეგიული ინტერესები სამხრეთ კავკასიაში, დასავლური ძალების (განსაკუთრებით ბრიტანეთის) ჩართულობა ბათუმის პორტის საკითხში და ბერლინის კონგრესის დიპლომატიური შედეგები, რომლებიც აჭარის სპეციფიკურ სტატუსზე გავლენას ახდენდნენ. ამ კონტექსტში შერიფ ხიმშიაშვილის როლი აღწერილია როგორც ადგილობრივი ლეგიტიმაციის გადამწყვეტი ფაქტორი, რომლის გარეშე რეგიონული ტრანზიცია მშვიდობიანად ვერ განხორციელდებოდა.

 შერიფ ხიმშიაშვილის ქმედებები იყო არა უბრალოდ პოლიტიკური ოპორტუნიზმი, არამედ საგვარეულო მეხსიერების, ეროვნული იდენტობის და გეოპოლიტიკური გათვლის შედეგი. მისი მონაწილეობა აჭარის დაბრუნების პროცესში განიხილება როგორც მშვიდობიანი ტრანსფორმაციის მოდელი, რომელიც განსხვავდება სამხედრო ძალაზე დამყარებული ანექსიის კლასიკური სცენარებისგან. ავტორი ასკვნის, რომ შერიფ ხიმშიაშვილი იყო ეროვნული სახელმწიფოებრივი გეგმის შეუმჩნეველი, თუმცა გადამწყვეტი არქიტექტორი.

სტატიის დასკვნითი ნაწილი აქცენტს აკეთებს შერიფ ხიმშიაშვილის თანამედროვე მნიშვნელობაზე: მისი ფიგურა უნდა იქნეს აღიარებული როგორც რეგიონული ლიდერობის, ეროვნული პასუხისმგებლობისა და სახელმწიფოებრივი ინტუიციის ჰარმონიული სინთეზი. თანამედროვე საქართველოს ისტორიულ ნარატივში მისი სახე საჭიროებს სრულფასოვან ინტეგრირებას, როგორც იმ ლიდერისა, რომელმაც შეძლო ეროვნული გაერთიანების პროცესში ძალადობის თავიდან აცილება და მშვიდობიანი ისტორიული გარდატეხის განხორციელება.

საკვაძო სიტყვები: შერიფ ხიმშიაშვილი; 1877–1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომი; აჭარა.

Publicado
2025-06-17
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია