საბჭოთა საქართველოს კოლექტივიზაციის გამოცდილება: სახელმწიფოს ძალაუფლება და ეკონომიკური გარდაქმნა
Resumen
საბჭოთა კავშირისათვის კოლექტივიზაცია იქცა ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და ტრაგიკულ სოციალურ მოვლენად, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა მოეურნეობის სტრუქტურა. ინდუსტრიალიზაცია-კოლექტივიზაციის პროცესის დაწყებამ გავლენა იქონია არამხოლოდ ეკონომიკაზე, არამედ სოფლის მეურნეობის წარმოებაზე, ისევე როგორც პოსტ-საბჭოთა ურბანულ განვითარებაზე.
რუსულმა რევოლუციამ შექმნა ახალი პოლიტიკური რეალობა. სოციალისტური რევოლუციის მიზანი იყო შეექმნა სახელმწიფო, სადაც არ იქნებოდა კერძო საკუთრება, საბჭოებში კი გაერთიანდებოდნენ ადამიანები, რომლებიც ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტდნენ თავიანთ საჭიროებებს.
ეკონომიკურად ჩამორჩენილი ყოფილი რუსული იმპერიისათვის აუცილებელი იყო სწრაფად განვითარება, რადგან დიდი გამოწვევების წინაშე იდგა. რუსეთის რევოლუციის შედეგად იმპერია დაიშალა და მასში შემავალმა ქვეყნებმა ისარგებლეს რა შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობით, გამოეყვნენ რუსეთს და გამოაცხადეს დამოუკიდებლობა.
1918-1921 წლებში რუსეთში დაწესდა ეკონომიკური კონტროლი, ქვეყანამ გამოაცხადა ნაციონალიზაცია,-საწარმოები გადავიდა სახელმწიფო კონტროლის ქვეშ, რამაც საფუძველი მოამზადა ახალი ეკონომიკური პოლიტიკისათვის (ნეპი).
იოსებ სტალინმა შემოიღო ცენტრალიზებური გეგმიური ეკონომიკა, რომელსაც სწრაფად უნდა განევითარებინა სოფლის მეურნეობა და შეეზღუდა ნეპის პოლიტიკის შედეგად გაზრდილი წვრილი მეწარმეების რაოდენობა. ი. სტალინის გარდაცვალების შემდეგ სათავეში მოსულმა ნ. ხრუჩოვმა მთავარი აქცენტი სოფლის მეურნეობის განვითარებაზე გააკეთა. მისი მიზანი იყო ი. სტალინის დროს გაჩენილი ინდუსტრიული პრობლემების აღმოფხვრა.
საბჭოთა სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობაში განხორციელებულმა არასწორმა რეფორმებმა, შედეგად მოიტანა მასობრივი შიმშილი, ხოლო მოგვიანებით რეპრესიების დაწყების წინაპირობა გახდა. დასახული ეკონომიკური და პოლიტიკური გეგმების განხორციელება, მათი მასშტაბებისა და რესურსის არქონის გამო, ვერ მოხერხდა. დროთა განმავლობაში ჩამოუყალიბებელი ეკონომიკური პოლიტიკის გამო შეიქმნა კოლაფსი და საბჭოთა კავშირი დაინგრა, რამაც დამოუკიდებლობამოპოვებული ქვეყნები უამრავი პრობლემის წინაშე დააყენა.
საკვანძო სიტყვები: ინდუსტრიალიზაცია; ხუთწლიანი გეგმა; კოლექტივიზაცია საქართველოში; ნეპი; კულაკი.











