„უგვარონი“ ფეოდალური საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში (მესტუმრე ჯიქური)
Resumen
ნაშრომში "ქართლის ცხოვრების" ცნობების და ქართველ მკვლევართა სამეცნიერო პუბლიკაციების კრიტიკული შესწავლის საფუძველზე შეფასებულია შუა საუკუნეების ქართული მონარქიის დაბალი წარმოშობის მოხელეთა, ე.წ. "უგვარონის" - კონკრეტულად კი მესტუმრე ჯიქურის მოღვაწეობის კონკრეტული ასპექტები.
როგორც ცნობილია, მან გარკვეული დროის განმავლობაში მეფე დავით VII ულუს (1247-1270 წწ.) კარზე განუსაზღვრელი ძალაუფლება მოიპოვა. მეფის მონღოლთა ურდოში ყოფნის პერიოდში ის დედოფალ ჯიგდა-ხათუნთან ერთად ფაქტობრივად ერთპიროვნულად მართავდა ქვეყანას, თუმცა მისი დროებითი აღზევება, სწორედ მისი დაბალი წარმოშობის გამო, ძალიან მალე ტრაგიკულად დასრულდა - იგი ქართველი მონარქის სისასტიკის მსხვერპლი გახდა. ნაშრომში შევეცადეთ კიდევ ერთხელ კრიტიკულად შეგვესწავლა ძალიან ენერგიული, მიზანსწრაფული და გონიერი პოლიტიკოსისა და პიროვნების საქმიანობა და გვეჩვენებინა, რომ იგი არ იყო ტიპიური "მედროვე" და უსამართლოდ ქართული ფეოდალური ეპოქის მკაცრი სინამდვილის მსხვერპლი გახდა.
საკვანძო სიტყვები: ფეოდალური ეპოქა, „მედროვე“, „უგვარონი“, მესტუმრე ჯიქური.











