ქართული საბჭოთა ხელოვნების შესახებ: მხატვრული კრიტიკის ფუნქცია, დანიშნულება, გამოწვევები

  • NINO CHINCHARAULI გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი ქ. თბილისი, ათონელის ქ. 9/6, 0105, საქართველო http://orcid.org/0009-0005-5854-5729

Resumen

კვლევის საგანს წარმოადგენს ქართული მხატვრული კრიტიკის მისიისა და ამოცანების, ფუნქციური და მიზნობრივი კომპონენტების, ორგანიზაციული კუთვნილების, იდეოლოგიურ კამპანიებში ჩართულობის საკითხთა შესწავლა 1930-1980-იანი წლების ქართული სახვითი ხელოვნების კონტექსტთან მიმართებაში. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია მხატვრული კრიტიკის დანიშნულებასა და გავლენებზე დაკვირვება, თანადროულ სახელოვნებო პროცესების დისკურსულ კონსტრუირებაში მისი როლის წარმოჩენა.

ქართული მხატვრული კრიტიკა მეტროპოლიურ რუსეთში შემუშავებული  სავალდებულო პროგრამების გათვალისწინების მიუხედავად, არ წარმოადგენდა ცენტრალურ საბჭოთა ინსტიტუციებთან სრულად ასიმილირებულ პროდუქტს და როგორც რეგიონალური მოვლენა განასახიერებდა საბჭოთა იმპერიული პოლიტიკით ფორმირებულ ჰიბრიდულ მოვლენას - იერარქიული სტრუქტურის მქონე, რუსიფიკატორულ-დისკრიმინაციული ტენდენციებისა და, ამავდროულად, ნაციონალისტური მისწრაფებების წინააღმდეგობრივ ამალგამას, სადაც მუდმივად ინარჩუნებდა თავს ლოკალური კულტურული კოდებისადმი ინტერესი.

კვლევის შედეგები გამოკვეთს სახვითი ხელოვნების დარგში ქართული მხატვრული კრიტიკის 1) მრავალფუნქციურ, არაერთგვაროვან მოცემულობას, 2) საბჭოთა პერიოდის ქართული სახვითი ხელოვნების თვითიდენტიფიკაციის და რეპრეზენტაციის კანონზომიერებებს, 3) პარტიული ინსტრუმენტალიზაციის შედეგებს, 4) მძლავრი ინსტიტუციური ჩარჩოების ფონზე, თვითგამოხატვის ავთენტურობას და სუბალტერნულ იდენტობებთან ღრმა კავშირს.

            საკვანძო სიტყვები: მხატვრული კრიტიკა; ფუნქცია; კულტურული პოლიტიკა; საბჭოთა პერიფერია.

Publicado
2024-12-27
Sección
სამეცნიერო სტატიები - ხელოვნების ისტორია