ქართველი ებრაელების მოგონებები ქართველებსა და საქართველოზე კომუნიკაციური მეხსიერების ჭრილში

  • INGA ZABAKHIDZE ისტორიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჭავჭავაძის გამზირი 1, თბილისი, საქართველო. http://orcid.org/0009-0000-7212-2785
  • KETEVAN LORTKIPANIDZE ფილოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ჭავჭავაძის გამზირი 1, თბილისი, საქართველო. http://orcid.org/0009-0004-8323-2655

Resumen

უხსოვარი დროიდან (26 საუკუნე) ქართველი ებრაელები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული ჩვენს ქვეყანასთან და აქტიურად მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მთლიანობაში ებრაელი ხალხის კულტურული მეხსიერება აღინიშნება მობილურობით, ანუ ის ყოველთვის ეფუძნებოდა ექსტრატერიტორიულობის პრინციპს. ეს მომენტიც დადგა ქართველი ებრაული თემის ისტორიაში, როდესაც საუკუნეების შემდეგ მათ დატოვეს სამშობლო, საქართველო და ისტორიულ სამშობლოში, ისრაელში გადასახლდნენ. ამ მოვლენასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქართველებისა და ებრაელების კომუნიკაციურ მეხსიერებას, რათა ამ ორი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის უცნობი ფაქტების დეტალები არ წაიშალოს და მივიწყებას არ მიეცეს. წარსულთან ემოციურ კავშირში ყოფნა, მოგონებები, რომლებიც უკვე ისტორიას ეკუთვნის, როგორც ისტორიულ წყარო, ფასდება არა მხოლოდ ფაქტებით, არამედ სოციო-ფსიქოლოგიური ურთიერთობების უდავო სურათით.

            სტატია ეფუძნება 2024 წლის სექტემბერში ბელგიის სამეფოში ჩვენი სამუშაო ჯგუფის მიერ მოპოვებულ ნარატიულ მასალას, კერძოდ, ქალაქ ანტვერპენში მცხოვრები ქართველი ებრაელების მოგონებებს საქართველოსა და ქართველებზე.

          აღნიშნულმა კვლევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ის ობიექტური და სუბიექტური მიზეზები, რომელთაც ხელი შეუწყო ებრაული ეთნოსის  ინტეგრაციის მაღალ ხარისხს საქართველოში და ებრაელთა მიმართ ქართული სოციუმის კეთილგანწყობას მის მიმართ.

საკვანძო სიტყვები: კომუნიკაციური მეხსიერება; ანტვერპენი; ისრაელი; ებრაული თემი.

Publicado
2024-12-27
Sección
სამეცნიერო სტატიები - წყაროთმცოდნეობა (ისტორიოგრაფია)