გაზეთი „КАВКАЗ“-ი ლუდვიკ მეროსლავსკის შესახებ

  • KAKHABER SURGULADZE ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი საქართველო, ბათუმი, ე. ნინოშვილის ქ. N35 http://orcid.org/0000-0002-6008-8396

Resumen

რუსეთის იმპერიის ბატონობის წინააღმდეგ მიმართული 1863-1864 წლების პო­ლონელების ეროვნულ-განმათა­ვი­სუფლებელმა აჯა­ნყე­ბამ თავისი ტრაგიზმით კვალი დატოვა მცირე ერების საზოგადოებრივ ცნობიერებაზე. აჯანყების მიმართ ინტერესს ის ფაქტიც ზრდიდა, რომ რუსეთის იმპერიის ნაციონალურ პოლიტიკაში „პო­ლონეთის თემა“ ყვე­ლაზე რთულ საკი­თხად ითვლებოდა.

პოლონეთის 1863-1864 წლების აჯანყების თემა­ტი­კა დაფიქსირდა საქართველოში (ტფი­ლი­სის და ქუთაისის გუბერნია) გამომავალ პერიოდულ პრესაში, სადაც ინფორმაციის გავრცელების ძირითადი წყარო იყო პოლიტიკურ-ლიტერატურული გაზეთი „Ка­вказ“-ი. იგი ერთი მხრივ იყო მხა­რის მმა­რ­თვე­ლობის ოფიცი­ალუ­რი ორგა­ნო, რომელიც კანონით კავკა­სიის გუ­ბერნიასა და იმ მხა­რეში, სადაც სა­გუ­ბე­რნიო გან­ცხა­დებე­ბი არ გამოიცემოდა მათ ცვლი­და. მეორე მხრივ, გაზეთი არსე­­ბო­ბდა კერძო გამოცემის და საკუთარ სახ­სრე­ბის უფლე­­ბებით, თუმცა სარგებლობდა ხელი­სუ­­ფლე­ბის მხარდაჭერით.

„Ка­вказ“-ში არ გვხდება აჯანყების თაობაზე მ. კატკოვისეული (1817-1887) თეორიული მსჯე­ლობები, ანდა ი. ჭავავაძის (1837-1907) მსგავსად პოლონეთში კორესპოდენტის გაგზავნის და ადგი­ლზე რეალური სურათის შესწავლის ცდა. „Кавказ“-ის ფურცლებზე აჯანყების თემა­ტი­კის შინა­არსი რუსეთის იმპერიაში არსებული საზოგადოებრივი აზრის და სახელისუფლო პრესის მასა­ლების გამოძა­ხი­ლი იყო. აჯანყების სურათს გაზეთი ისე წა­რმო­დგენს, თითქოს ნო­რმა­ლური ვითარებიდან, იმპე­­­რიისგან კეთილი ნების მიუხედავად, მე­ამბო­ხე­ები და­ქსაქსული მოქმე­დე­ბე­ბით პოლონელი ხალხი­სთვის და ზოგადად ქვეყნი­ს­თვის საზიანო სა­ქმეს აკე­თე­ბდნენ. ცხადია, იმპერიის ინტერე­სის გა­მო­მხა­ტველი ნარატივით რე­დკო­ლეგიის მი­ზა­ნი იყო რუ­სეთის ტე­რიტორიაზე მცხოვრებ სხვა მცი­რე­რი­ცხო­ვან ერებში აჯანყების მი­მა­რთ ნდობის გაქარწყლება და ამ მხრივ გაზეთმა შე­დეგსაც მიაღწია.

აჯანყების საწყის ეტაპზე ხელმძღვანელი ლუდვიკ მეროსლავსკი (1814-1878) „Ка­вказ“-ისთვის „შემთ­ხვევვითი“ პირია. მისი წარუმატებელი ხელმძღვანელობა 22 დღეს გაგრძელდა, ამი­ტომაც გაზე­თმა მასზე მხოლოდ სამი ნომერში ისაუბრა უარყოფით კონტექსტში. ძირითადში მე­რო­სლავსკის შესახებ „Ка­вказ“-ი კჟივოსონის ტყეში აჯანყებულე­ბსა და რეგუ­ლარული არმიის რა­ზმებს შორის შე­ტაკების თაობისას საუბრისას. საერთოდ ძნელია დაეთანხმო „Ка­вказ“-ს მეროსლა­ვსკის შეფასებაში, რადგან რედაქცია მიზანია დააკნინოს მისი მხედრმთავრული უნარები, ცდი­ლო­ბს ხაზი გა­უსვას უთანხმოებას რევოლუციურ კომიტეტთან, ანდა მისდამი უნდობლობას პო­ლონელი ხა­ლხის მხრიდან. გაზეთი მას  აკნინებს პირადულ თვისებებშიც, რომელიც თითქოს სხვა ემი­გრა­ნტე­ბთან ერთად, პირველი გასროლისთანავე  პრუსიის საზღვრისკენ გაიქცა და ა.შ. რედკოლეგია არ ცდილობდა მეროსლავსკის საქმიანობის შესახებ რეალური ინფორმაციის ძიებას, რათა მკი­თხველისთვის შექმნას მისი სრული პორტრეტი. ფაქტია, ეს არ შედიოდა რედაქციის გეგმებში. მეროსლავსკის შესახებ „Ка­вказ“-ის ყვე­ლა მასალა რუსული პრესის ნარატივის განმე­ორება იყო. არადა, „პოლო­ნელ ნაპოლეონად“ წო­დებული  მეროსლავსკი მაღალი რეიტინგის მქო­ნე პოლიტოკოსად მიიჩნე­ობა. იგი პოლონური ემი­გრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფი­გურა გახლდათ, რომელსაც შთამბე­ჭდავი ბიოგრაფია ჰქონდა, რამდენადაც იყო გენერალი, მწერალი და პოეტი, სამხედრო თეორეტიკოსი, დამო­უკიდებლობისთვის მებრძოლი აქტივისტი, გამომგონებელი და ა.შ. 

 

საკვანძო სიტყვები: პოლონელების აჯანყება; გაზეთი „Кавказ“-ი; ინსურგენტები; ლუდვიკ მერო­სლავსკი.

Publicado
2024-12-27
Sección
სამეცნიერო სტატიები-მსოფლიო ისტორიის სექცია (ახალი ისტორია)