ფრონის ხეობის ერდოიან-ბანიანი სახლების შესწავლის ეთნოლინგვისტური ასპექტები

  • MARIAM KOBERIDZE ფილოლოგიის დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ., №53, 1400, საქართველო, http://orcid.org/0000-0002-6604-1628

Resumen

ქართველი ერის მატერიალურ და სულიერ კულტურაში საცხოვრისს განსაკუთრებული ადგილი უკავია. კონკრეტულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების ზნე-ჩვეულებებსა და ტრადიცებში ჩაქსოვილი ყოფა-ცხოვრების სტილის შესაბამის კონტექსტში შესწავლა  ისტორიულ ფაქტებთან ერთად ეთნოლინგვისტურ კვლევებსაც  მოითხოვს.

მაღალმა სამშენებლო ტრადიციამ და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან  მოსახლეობის მიგრაციამ  განაპირობა ფრონის ხეობაში საცხოვრებელი ნაგებობების სხვადასხვა სახეობა: გომური, ერდოიან-ბანიანი, ხის და ქვის სახლი.

წინამდებარე სტატიაში გაანალიზებულია ფრონის ხეობის ერდოიან-ბანიანი სახლების შესწავლის ეთნოლინგვისტური ასპექტები. კვლევა ემყარება ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მონაცემებს, ქართული ენის ლექსიკონებს, დიალექტურ მონაცემებსა და შესაბამის სამეცნიერო ლიტერატურის დიაქრონიულ ანალიზს.

ერდოიან-ბანიანი სახლი ალიზის  მასალით აგებულ ერთსართულიან ნაგებობას წარმოადგენდა. ბრტყელ მიწაყრილიან სახურავს ეწოდებოდა ერდო, ხოლო სახურავზე ამოჭრილი კვამლის ასასვლელს ბანი. ასეთი ტიპის სახლის წინა ნაწილი საცხოვრებელს წარმოადგენდა, სახლის უკანა ნაწილი კი ბოსლად იყო გამოყენებული.

საკითხის კვლევა-ძიებამ გვიჩვენა, რომ საქართველოს ისტორიულ წარსულში ერდო-გვირგვინიანი სახლი,  უპირატესად,  ქართლის გარდა თრიალეთსა და მესხეთ-ჯავახეთშიც იყო გავრცელებული. ასეთი ტიპის საცხოვრებელი ი. გიულდენშტეტს XVIII საუკუნის მეორე ნახევარში კახეთშიც უნახავს. ერდო-გვირგვინიანი დარბაზი გვხვდება ერთთვლიანი და კომპლექსური. ფრონის ხეობისათვის დამახასიათებელი იყო ერთთვლიანი დარბაზი, რომლის  თავზე აღმართული იყო გვირგვინი. თრიალეთისა და სამცხე-ჯავახურისათვის დამახასიათებელი იყო კომპლექსური დარბაზი, რომელშიც საცხოვრებლის გარდა, მოქცეული იყო სხვა სამეურნეო სათავსოები (ბოსელი, საბძელი, დერეფანი...).

კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები მნიშვნელოვანია ფრონის ხეობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული და ლინგვისტური საკითხების ანალიზისათვის.

 

საკვანძო სიტყვები: ეთნოლინგვისტიკა; კულტურა; ტრადიცია; საცხოვრისი; ერდო; ბანი.

Publicado
2024-12-20
Sección
სამეცნიერო სტატიები - ეთნოლოგიის სექცია

Artículos más leídos del mismo autor/a