მიცვალებულთან დაკავშირებული ერთი რიტუალის ისტორიიდან
Resumen
ქართველები, ისევე როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ერები, დიდ პატივს მიაგებდნენ გარდაცვლილის ,,გაპატიოსნებას’’, რაც დაკავშირებული იყო მრავალ რიტუალთან. ერთი ასეთია რიტუალი მიცვალებულის სულის სახლში ,,დასაბრუნებლად’’, რაც დაკავშირებული იყო სხვადასხვა უბედურ შემთხვევების გამო სახლის გარეთ გარდაცვლილთან. აღნიშნული რიტუალის აღწერა გამოქვეყნდა კიდეც გაზეთ ,,დროებაში’’ ლეონ დადიანის ფსევდონიმით 1876 წელს წერილში ,,მკვდრის სულის მოძებნა’’. ფსევდონიმის ქვეშ იმალებოდა ახალგაზრდა პოეტი, ფოლკლორისტი და ძველ წეს-ჩვეულებათა ჩამწერ-აღმნუსხველი, აკაკი წერეთელი.
წინამდებარე ნაშრომში ჩვენი ქვეყნის ერთ კუთხეში, კერძოდ, სამეგრელოში აღწერილმა რიტუალმა განაპირობა კიდეც კვლევა, რამდენადაც მსგავსი რიტუალი აღწერილია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უამრავი მკვლევრის (ს. მაკალათია, ნ. ჯანაშია, დ. გიორგაძე, თ. ოჩიაური, ნ. ხარჩილავა და სხვ.) მიერ, მაგრამ არ ატარებს განზოგადებულ ხასიათს, რისი წარმოდგენაც ვცადეთ წინამდებარე სტატიაში.
კვლევის პროცესში გამოიკვეთა დასახელებული რიტუალის მსგავსი და განსხვავებული ელემენტები, რომელთა წარმოდგენაც მნიშვნელოვანია სადღეისოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაცული მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ეთნოგრაფიული პროცესის შესწავლის თვალსაზრისით.
საკვანძო სიტყვები: მიცვალებული; რიტუალი; სულის მოძებნა-დაბრუნება; მამალი; ციკანი; გუდა.











