ზემო ქარჩოხის ხეობის მოსახლეობა XIX საუკუნის 60-იან წლებში

  • DAVID AKHLOURI ისტორიის დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქ. გორი, ჭავჭავაძისქ., №53,1400, საქართველო, http://orcid.org/0000-0002-1068-4042
  • NUGZAR ABRAMISHVILI ფილოსოფიის დოქტორი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ჭავჭავაძის ქ.,53,1400, საქართველო http://orcid.org/0000-0001-5858-7906

Resumen

ნაშრომში საუბარია ზემო ქარჩოხის ხეობის მოსახლეობაზე მეცხრამეტე საუკუნის 60-იან წლებში. მიმოხილულია ხეობის გეოგრაფიული არეალი და იქ არსებული გზა-ბილიკების მნიშვნელობა როგორც ქსნის საერისთავოს, ისე ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში.

შესწავლილია X-XV საუკუნეების სამთავისის საყდრის გამოსავლის დავთრები, სადაც ვხვდებით პირველ ცნობებს ქარჩოხის ხეობის სოფლების შესახებ, ვახდენთ დღეისათვის უკვე არარსებული სოფლების ლოკალიზებას. ყურადღება ეთმობა ქართველი ისტორიკოსისა და გეოგრაფის ვახუშტი ბატონიშვილისა და გერმანელი მოგზაურის, პეტერბურგის საიმპერატორო აკადემიის ექსპედიციის მონაწილის იოჰან (ანტონ) გიულდენშტედტის „ჩანაწერებს“, რომლებიც უშუალოდ ეწვივნენ ქარჩოხს და აქ მცხოვრები მოსახლეობის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობები დაგვიტოვეს.

ქარჩოხის ხეობის მოსახლეობის შესახებ მნიშვნელოვანი წყაროა XVIII საუკუნის მეორე ნახევრის ქსნის საერისთავოს სტატისტიკური აღწერილობები, ამავე პერიოდის სამთავისის საყდრის დავთარი, ქართლ-კახეთის სამეფოს აღწერა, 1803 წლის იოანე ბატონიშვილის საუფლისწულო აღწერის ცნობები, რუსული კამერალური აღწერები, რომლებიც სათანადოთაა შესწავლილი და შედარებულია მეცხრამეტე საუკუნის 60-იანი წლების კამერალურ აღწერასთან, რომელსაც საკვლევი თემიდან გამომდინარე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. მნიშვნელოვანი სიახლე ისიც, რომ მოცემული პერიოდის საარქივო მასალა ქვეყნდება პირველად.

1860 წლის აღწერით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ზემო ქარჩოხის ხეობაში მამულები და ყმები ეკუთვნოდათ მებატონეებს: თავად მამუკა ჯამბაკურ ორბელიანის კნეინა ქეთევანს, ერისთავებს: დავით ლუარსაბის ძეს, ალექსანდრე, მიხეილ, ნიკოლოზ ლევანის ძეებს, რევაზ ლუარსაბის ძეს, ალექსანდრე შანშეს ძეს, ელიზბარ პავლეს ძეს.

ქარჩოხის ხეობის მოსახლეობა ისტორიულად ქართული იყო. XVIII საუკუნიდან რამდენიმე სოფელში (ლომისი, ოხირი, ძაბოეთი) დამკვიდრდნენ ჩრდილო კავკასიიდან გადმოსახლებული ოსები, რომლებმაც XX საუკუნის მეორე ნახევარში დატოვეს ეს სოფლები. მათი ნაწილი ქართლისა და კახეთის ბარში გადასახლდა, ნაწილი ჩრდილო კავკასიაში დაბრუნდა.

წარსული შედარებულია თანამედროვეობასთან და ქარჩოხის ხეობაში ოკუპაციამდელ პერიოდის დემოგრაფიულ ვითარებასთან. გამოკვეთილია ის მძიმე შედეგები, რაც ამ მხარეში 2008 წლის აგვისტოს ომს მოჰყვა. ძირძველი ქართული ხეობის მოსახლეობა დღეს საკუთარი მიწა-წყლიდან გამოდევნილია და ძირითადად მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: ფრეზეთისა და წეროვანის ლტოლვილთა დასახლებებში აგრძელებს ცხოვრებას.

საკვანძო სიტყვები: ზემო ქარჩოხის ხეობა; სტატისტიკური აღწერილობები; ფონდები; კამერალური სიები; კომლი; ქსნის ერისთავები; საბატონო მამული; მიგრაცია; ნასოფლარები; ოკუპაცია.

Publicado
2024-12-20
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია