საბჭოთა ხელისუფლების ეთნონაციონალური პოლიტიკა სამცხე-ჯავახეთში XX ს. 40-60 იანი წლები (საარქივო მასალების მიხედვით)

  • IRMA ABESADZE სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი, ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. 113, 0800, საქართველო, http://orcid.org/0009-0006-4384-6075

Resumen

საბჭოთა ხელისუფლების ეროვნული პოლიტიკის მთავარი პრინციპი ე.წ. ინტერნაციონალიზმსა და ახალი ,,საბჭოთა ადამიანის“ (,,homo sovetikus”) შექმნას ეფუძნებოდა. რესპუბლიკურ და რეგიონულ დონეზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობდნენ რთული ეთნონაციონალური პოლიტიკა ისე გაეტარებინათ, რომ ბრალი არ დაედოთ ნაციონალიზმში.

კვლევის მიზანია, წარმოადგინოს XX ს.-ის 40-60-იან წლებში სამცხე-ჯავახეთში საბჭოთა ხელისუფლების ეროვნული პოლიტიკის ძირითადი ასპექტები. როგორც ცნობილია, 1944 წ. მაჰმადიანი მოსახლეობის გასახლების შემდეგ, რეგიონში სომხური ეთნიკური ელემენტი უმრავლესობაში აღმოჩნდა. ამავე დროს ადგილობრივი ხელისუფლება ატარებდა მიზანმიმართულ შერჩევით პოლიტიკას, რაც აზიანებდა მკვიდრი ქართული მოსახლეობის ინტერესებს.   

სტატიაში წარმოდგენილია საარქივო მასალები, კერძოდ, ახალციხისა და ახალქალაქის პარტიული ბიუროს სხდომის ოქმები; ნაჩვენებია, ეთნიკური უმცირესობების პრივილეგირებული მდგომარეობა; ასევე გაანალიზებულია ქართული მოსახლეობის მიერ რეგიონის დატოვების მიზეზები; განხილულია ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის მდგომარეობის საკითხი;

სტატიაში წარმოდგენილი ფაქტებისა და მასალების ანალიზის საფუძველზე გაკეთებულია დასკვნა, რომ რეგიონში ქართული მოსახლეობის უფლებები მკვეთრად იზღუდებოდა, რაც ხელს უწყობდა მათი რაოდენობის კიდევ უფრო შემცირებას; ადგილობრივი ხელისუფლების შერჩევითი ეთნონაციონალური პოლიტიკა აფერხებდა ინტეგრაციის პროცესს, იწვევდა ეროვნებებს შორის დაძაბულობასა და ზრდიდა კონფლიქტის წარმოქმნის რისკებს.

 

 

საძიებო სიტყვები: სამცხე-ჯავახეთი; ეროვნული პოლიტიკა; ეთნიკური ჯგუფები; ენობრივი პოლიტიკა.

Publicado
2024-12-20
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია