[1179-1184 წწ.] სააღმშენებლო წარწერა-საბუთი ამირეჯიბ ქავთარ ქაჯიფაისძისა ფიტარეთის ღმრთისმშობლის ეკლესიიდან ერთიანი საქართველოს მეფეების - გიორგი III-სა და თამარის მოხსენიებით

  • TAMAZ GOGOLADZE ისტორიის დოქტორი კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი საქართველო, თბილისი, პ. სააკაძის #1 http://orcid.org/0000-0001-8501-1558

Resumen

XII საუკუნის II ნახევრის ფიტარეთის ეკლესიის ამირეჯიბ ქავთარ ქაჯიფაისძის სააღმშენებლო წარწერა-საბუთი თავისი შინაარსის, გრაფემების მოხაზულობისა და მხატვრული გაფორმების მიხედვით ქართული დამწერლობის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს. ჩვენთვის საინტერესო წარწერა გვაწვდის უძვირფასეს ცნობებს ერთიანი საქართველოს მეფეების - გიორგი III-სა და თამარის თანამოსაყდრეობის შესახებ, ასევე ეპიგრაფიკულ ძეგლში ასახულია მეფე გიორგის დროის სოციალური, ადმინისტრაციული და სახელმწიფო ინსტიტუტების შესახებ. ქართული ეპიგრაფიკული ძეგლი დეტალურად ასახავს ქვეყნის საშინაო და საგარეო ვითარებას.

ჩვენი კვლევის მიზანია ქვემო ქართლში მდებარე ფიტარეთის სააღმშენებლო წარწერის ტექსტის დაზუსტება და ამის საფუძველზე, ხუროთმოძღვრული ძეგლის განახლების ახლებური დათარიღება.

საკვანძო სიტყვები: ეპიგრაფიკა; წარწერა; ქვემო ქართლი;

Publicado
2024-06-30
Sección
სამეცნიერო სტატიები - წყაროთმცოდნეობა (ისტორიოგრაფია)