ნიკო ნიკოლაძე ბულანჟიზმის, ლეგიტიმურობის და ხელისუფლების უკანონო პყრობის შედეგების შესახებ

  • VAZHA SHUBITIDZE პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, თბილისი, საქართველო http://orcid.org/0000-0002-1928-8310
  • AVTANDIL BUTSKHRIKIDZE პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი http://orcid.org/0009-0008-7174-1558

Resumen

  სტატიაში  პირველად  გაანალიზებულია  დიდი  ქართველი  მოაზროვნის  ნიკო  ნიკოლაძის  შეხედულებები  ბულანჟიზმის (ეს  ტერმინი  მან  დაამკვიდრა  პირველად  რუსეთის  იმპერიაში),  ლეგიტიმურობის  და  ხელისუფლების  უკანონო  პყრობის  ნეგატიური  და  პოზიტიური  შედეგების  შესახებ.  ნიკოლაძე  ფაქტებზე  დაყრდნობით წარმოაჩენს  ბულანჟიზმს,  როგორც  არალეგიტიმურ,  ამორალურ,  პოპულიზმზე  დამყარებულ  მოვლენას,  რომელიც,  დროებითი  წარმატების  მიუხედავად,  საბოლოოდ  დამარცხებისთვისაა  განწირული.  ამ  ყველაფერს  უარყოფითთან  ერთად  გააჩნია  დადებითი  მნიშვნელობაც -  ის  ხელს  უწყობს  ხალხის  პოლიტიკურ  აღზრდას,  გამოცდილების  მიღებას,  ესაა  კარგი  გაკვეთილი  იმისათვის, რომ  ხალხის  გაცურება  და  მოტყუება  ასე  ადვილად  ვერავინ  შეძლოს.  ნიკოლაძის  დასკვნით, რაც უფრო ქარაფშუტა, უცოდინარი და ზნეობრივად უწმინდურია გარემო, (მაგ: თანამედროვე საქართველოში ვ.შ., ა.ბ.), მით უფრო იოლად და ხანგრძლივად იმარჯვებს მასში ბულანჟიზმი. ისეთ სფეროებში, სადაც ჯერ კიდევ მტკიცეა ძველი გადმოცემებისა და კანონებისადმი რწმენა, ან სადაც უკვე მოასწრო დამკვიდრება ცხოვრებისა და თანამედროვეობის კანონებისადმი შეგნებულმა პატივისცემამ, ბულანჟიზმი სრულიად საფუძველსმოკლებული, უვნებელი და უბრალოდ წარმოუდგენელია. ნიკოლაძის თქმით, იგი პიროვნების ან საზოგადოებრივი განვითარების გარდამავალი ეპოქების თვისებაა, როდესაც ადამიანები, გაბატონებული წყობის საძაგელი ან მოძველებული მხარეების ზეწოლით, მისი ზოგიერთი მხარის ჩამოშლისას ერთბაშად განუდგებიან ხოლმე ყველა არსებულ გაგებას, ზნე-ჩვეულებებს, წესებს, რადგან ვერ წვდებიან განსხვავებებს მოძველებულსა და მარადიულს შორის, რაც ბუნების უცვლელი კანონების მიერაა ჩამოყალიბებული. ბულანჟიზმის გამოვლენა რომელიმე გარემოში მისი გონებრივი და ზნეობრივი განვითარების, მისი ასაკის სიმპტომატური ნიშანია, ზუსტად იმგვარი, როგორც ცალკეულ პიროვნებებში კბილების ამოსვლა და დაცვენაა. ამიტომ ნიკო ნიკოლაძე მიზნად ისახავს მკითხველის გარკვევას ბულანჟიზმის ფიზიონომიაში (ანატომიაში).

საკვანძო სიტყვები: ბულანჟიზმი; ბრბო; ელიტა; ლეგიტიმურობა;  პოლიტიკური  ლიდერობა;    ძალაუფლება.

Publicado
2024-06-30
Sección
სამეცნიერო სტატიები-მსოფლიო ისტორიის სექცია (ახალი ისტორია)